თბილისში ბინებზე მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა - რა ღირს 1 კვ.მ საშუალოდ?
2026 წლის ივნისში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, თბილისში საცხოვრებელი ბინების გაყიდვები 36%-ით გაიზარდა. კერძოდ, წელს საანგარიშო პერიოდში დედაქალაქში 4 503 ბინა გაიყიდა, 2025 წლის ივნისში კი ტრანზაქციები 3 311-ს შეადგენდა.
„გალთ ენდ თაგარტის“ ბაზრის მიმოხილვის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში საცხოვრებელ ბინებზე მოთხოვნა თბილისში მკვეთრად გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ ზრდა დაფიქსირდა როგორც პირველად, ისე მეორად ბაზრებზე.
„2026 წლის ივნისში მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა როგორც პირველად, ასევე მეორად ბაზრებზე. აღსანიშნავია, რომ გაყიდვებმა მეორად ბაზარზე 2022 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ თვიურ ნიშნულს მიაღწია.
მიწოდების მხარეს, ზედიზედ 8 თვიანი შემცირების შემდეგ, გაცემული ნებართვების საცხოვრებელი ფართობი მნიშვნელოვნად გაიზარდა და 2021 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ თვიურ ნიშნულს მიაღწია.
ფასმა პირველად ბაზარზე ზომიერი ტემპით ზრდა განაგრძო, ხოლო მეორად ბაზარზე შემცირდა, რაც აპრილის მკვეთრი ზრდის შემდეგ სტაბილიზაციაზე მიუთითებს“, - ვკითხულობთ „გალთ ენდ თაგარტის“ ბაზრის მიმოხილვაში.
რაც შეეხება ფასებს, წლიურად 5.9%-იან ზრდას აჩვენებს. უფრო კონკრეტულად, შარშან ივნისში 1 კვ.მ-ის საშუალო ფასი 1 338 დოლარი იყო, ხოლო 2026 წლის ივნისში 1 417 დოლარს მიაღწია.