თეგებით ძიება

მწვანე გარემო და კომფორტი ქალაქთან ახლოს - "ველარეა დეველოპმენტის“ მასშტაბური პროექტი კრწანისში

თანამედროვე ურბანული რეალობა და ცხოვრების ტემპი ყოველდღიურად ცვლის წარმოდგენას იდეალურ საცხოვრებელ გარემოზე. დღეს ადამიანები ცდილობენ, თავი აარიდონ ქალაქის მჭიდრო განაშენიანებას, ხმაურსა და მუდმივ გადატვირთულობას. პრიორიტეტი ენიჭება ეკოლოგიურად სუფთა გარემოს, დამოუკიდებელ სივრცეს, მწვანე ეზოებსა და სრულყოფილ ინფრასტრუქტურას, სადაც ყოველდღიურობა კომფორტსა და სიმშვიდეში წარიმართება. ამ მოთხოვნებს სრულად პასუხობს "ველარეა დეველოპმენტის“ მასშტაბური პროექტი - საცხოვრებელი კომპლექსი "კრწანისი გრიფონი“.

15 ჰექტარზე გაშენებული თანამედროვე მინი-უბანი კრწანისში

გარდაბნის მუნიციპალიტეტში, კრწანისის ტერიტორიაზე მდებარე 15-ჰექტარიანი კომპლექსი წარმოადგენს ამერიკული და ევროპული სტანდარტების მიხედვით შექმნილ თანამედროვე მინი-უბანს. პროექტის სტრატეგიული მდებარეობა მცხოვრებლებს საშუალებას აძლევს, მარტივად და სწრაფად დაუკავშირდნენ როგორც თბილისს (25 წუთში), ისე რუსთავს (13 წუთში), თუმცა ამავდროულად დარჩნენ ქალაქის ხმაურისგან სრულიად იზოლირებულ, მწვანე და პრესტიჟულ გარემოში.

კომპლექსი აერთიანებს საცხოვრებელ, რეკრეაციულ და კომერციულ სივრცეებს. პირველ ეტაპზე მიმდინარეობს A, B და C ზონების მშენებლობა, რომლებიც მოიცავს:

  • 21 ინდივიდუალურ ვილას (4 საძინებლით, 2 ავტომობილზე გათვლილი სადგომითა და 320 კვ.მ. გამწვანებული ეზოთი);
  • 156 თაუნჰაუსს (3 საძინებლით, 1 ავტომობილზე გათვლილი სადგომითა და 63 კვ.მ. გამწვანებული ეზოთი);
  • 12 დაბალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს (140 ბინით, სადაც ფართები იწყება 57.3 კვ.მ-დან 65 კვ.მ-მდე).

"კრწანისი გრიფონის“ მთავარი უპირატესობა მის მრავალფუნქციურ ინფრასტრუქტურაშია. პროექტის ტერიტორიაზე გათვალისწინებულია ყველაფერი, რაც კომფორტული და ჯანსაღი ცხოვრებისთვისაა აუცილებელი:

  • სკვერები, მოსასვენებელი სივრცეები და გამწვანებული საერთო ზონები;
  • საბავშვო ბაღი და სასტუმრო;
  • ღია აუზი, ფიტნეს ცენტრი, სარბენი და ველობილიკები;
  • სპორტული მოედნები: ფეხბურთის სტადიონი, კალათბურთის ღია მოედანი და ორი პადელის კორტი;
  • კომერციული და საოფისე ფართები.

განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა უსაფრთხოებასა და წესრიგს: ტერიტორია არის დახურული, კონტროლდება შლაგბაუმებით და უზრუნველყოფილია 24/7 დაცვის სისტემითა და ვიდეომეთვალყურეობით. გარდა ამისა, პროექტი სეისმურად მდგრადია და გათვლილია 8-ბალიან მიწისძვრაზე.

ხარისხი და საინვესტიციო მიმზიდველობა

"კრწანისი გრიფონში“ უძრავი ქონება ბარდება მწვანე კარკასის კონდიციით, რაც მოიცავს მაღალი ხარისხის ალუმინის კარ-ფანჯრებს, შიდა ტიხრებს, მოჭიმულ იატაკს, შეყვანილ კომუნიკაციებსა და სრულად დასრულებულ ფასადებს.

ეს პროექტი წარმოადგენს იდეალურ არჩევანს როგორც ახალგაზრდა ოჯახებისთვის, რომლებიც ეძებენ მშვიდ, ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო გარემოს შვილების აღსაზრდელად, ისე ინვესტორებისთვის, რადგან მსგავსი მასშტაბისა და კონცეფციის მინი-უბნებზე მოთხოვნა და შესაბამისად, უძრავი ქონების ღირებულება მუდმივად იზრდება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა