ავიაკატასტროფისას წყნარ ოკეანეში სასწაულით გადარჩენილი 2 ადამიანი - ნახეთ ვიდეო
ძრავის გათიშვის შემდეგ თვითმფრინავის წყანრ ოკეანეში ჩავარდნისას ორი ადამიანი გადარჩა. ამ სასწაულ შემთხვევაზე ქსელში ვიდეო ვრცელდება.
ინციდენტი ჩრდილოეთ კალიფორნიის სანაპიროებთან მოხდა. თვითმფრინავში პილოტი დევიდ ლეში და მისი მეგობარი ქალი კაილა იმყოფებოდნენ.
„თვითმფრინავის ვარდნა ერთ-ორ წუთზე დიდხანს არ გაგრძელებეულა. წყალში ჩავარდნამდე გავიაზრე რომ რაღაც ისე არ იყო“, - უთხრა ლეშმა ჟურნალისტებს.
მან და მისმა მეგობრებმა სან-ფრანცისკოს ყურეზე გადაფრენა მოუნდათ. აფრენისას ძრავმა უმტყუნა.
ვიდეოზე, რომელიც ლეშის მეგობარმა გადაიღო, ჩანს, როგორ აძვრნენ დევიდი და კეულა თვითმფრინავის ფრთაზე, როცა ის იძირებოდა და იქ დაელოდნენ სანაპირო დაცვის მაშველებს.
წყარო