25 ნოემბერი-1 დეკემბერი - ვის მოუტანს წარმატებას მომავალი კვირა
ვერძი
ამ კვირაში ბევრი თქვენგანი თავიდან აიცილებს გარკვეულ პრობლემებს, თუ არ გააკრიტიკებთ კოლეგებს, რაც არ უნდა საჭირო და აუცილებელი იყოს თქვენი კომენტარები. თქვენ ირგვლივ აურზაურმა შესაძლოა გაღიზიანება გამოიწვიოს, შეეცადეთ სიმშვიდე შეინარჩუნოთ და იცხოვროთ სიამოვნებით. იფიქრეთ გამარჯვებებზე, წარმატებებზე და არა უსიამოვნებაზე.
კვირის ბოლოს შეძლებთ ხარისხიანად გაატაროთ დრო ოჯახთან ან მეგობრებთან ერთად. უბრალოდ, არ დაკარგოთ სიმშვიდე და სანამ რაიმეს გააკეთებთ, მოუსმინეთ თქვენი საყვარელი ადამიანების რჩევებს. ეს დაგეხმარებათ შეცდომების თავიდან აცილებაში. შაბათ-კვირას ნუ დახარჯავთ ენერგიას წვრილმანებზე.
სასიკეთო დღეები: 25, 30.
არასასიკეთო დღე: 26.
კურო
თქვენი ინტუიცია დაგეხმარებათ სწორი გადაწყვეტილების მიღებაში. მაცდური შემოთავაზება შეიძლება გქონდეთ ძველი მეგობრისგან. იყავით თავდაჯერებულები, ნუ შეგეშინდებათ პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებისა და აუცილებლად გაიმარჯვებთ! გაუმჯობესდება თქვენი ურთიერთობა ოფიციალურ ხელმძღვანელობასთან. დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმიანი მოლაპარაკებები კვირის მეორე ნახევრისთვის. შუა კვირისთვის დაგეგმილი მოგზაურობა შესაძლოა გაუქმდეს გარკვეული ფინანსური სირთულეების გამო.
კვირის ბოლოსთვის ხელსაყრელი მომენტი დგება სერიოზული ცხოვრებისეული არჩევანისთვის. შესაძლებელია მოულოდნელი, მაგრამ სასიამოვნო შეხვედრები, ახალი ნაცნობობა და რომანტიკული ურთიერთობები.
სასიკეთო დღეები: 27, 29.
არასასიკეთო დღე: 1.
ტყუპი
ამ კვირაში შეეცადეთ, იფიქროთ თქვენი მომავალი ქმედებების სტრატეგიაზე. არსებობს რეალური შანსი, განახორციელოთ ის, რაც ადრე დაგეგმეთ, აისრულოთ თქვენთვის მნიშვნელოვანი ოცნება. წარმატება სავსებით შესაძლებელია და რაიმე განსაკუთრებული ძალისხმევაც არც კი გჭირდებათ მის მისაღწევად. სამსახურში თქვენი პოზიცია გაძლიერდება.
კვირის მეორე ნახევარში ვარსკვლავები გიწინასწარმეტყველებენ ახალ ურთიერთობებს, დიდი ალბათობით, პირად ცხოვრებაში, რამაც შესაძლოა დამატებითი ყურადღება მოითხოვოს თქვენგან, თუმცა იყავით ფრთხილად და ნუ იქნებით გულახდილი იმ ადამიანთან, რომელსაც კარგად არ იცნობთ, რათა პრობლემები არ შეგექმნათ. ამ კვირაში შეეცადეთ, არ მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენს მომავალზე.
სასიკეთო დღეები: 28, 30.
არასასიკეთო დღე: 27.
კირჩხიბი
ამ კვირაში შესაძლებლობა გექნებათ, გავლენიანი ნაცნობები გააჩინოთ, რომლებსაც შეუძლიათ სასიამოვნო ცვლილებები შემოიტანონ თქვენს ცხოვრებაში. თქვენი დროისა და ყურადღების უმეტესი ნაწილი სამუშაოზე დაგეხარჯებათ. ახლა უნდა იყოთ აქტიური, მეტი იმუშაოთ, ვიდრე იფიქროთ ან რაიმე განიხილოთ. სავარაუდოა, რომ თქვენი ძალისხმევა დადებით შედეგს გამოიღებს.ზედმეტი არ იქნება კარგი მეგობრის რჩევა, რომელიც შესაძლო რთული სიტუაციებიდან თავის დაღწევაში დაგეხმარებათ.
ამავდროულად, მიუხედავად მრავალი ამოცანისა, შეძლებთ გამონახოთ საკმარისი დრო და ოჯახთან ან მეგობრებთან ერთად კარგად დაისვენოთ, ენერგია აღიდგინოთ.
სასიკეთო დღეები: 25, 1.
არასასიკეთო დღე: 29.
ლომი
უმეტეს თქვენგანს, ვარსკვლავების გავლენის გამო, ეს კვირა მრავალ განსხვავებულ მოვლენას ჰპირდება. თქვენ კი იფიქრებთ იმაზე, თუ რომელი გზა უნდა გაიაროთ და რა გადაწყვეტილებები მიიღოთ თქვენი პერსპექტივების გასაუმჯობესებლად. არ არის გამორიცხული, მოგიწიოთ ახალ საცხოვრებელ ადგილას გადასვლა ან სამუშაოს შეცვლა, რასაც მნიშვნელოვანი ძალისხმევა და დამატებითი ფინანსური ხარჯები დასჭირდება. ახლის დაწყებისას არ დაგავიწყდეთ წინა ამოცანების შესრულება, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ შესაძლოა მომავალში პრობლემები შეგიქმნან.
კვირის მეორე ნახევარი კარგი დროა გარეგნობისა და ქცევის ცვლილებებისთვის. ხუთშაბათს არ უნდა გამოსცადოთ ირგვლივ მყოფთა მოთმინება, რაც არ უნდა თვითკმაყოფილნი ჩანდნენ ისინი. თქვენს ყველაზე უწყინარ ხუმრობასაც კი შეიძლება უსიამოვნო შედეგები მოჰყვეს.
სასიკეთო დღეები: 26, 28.
არასასიკეთო დღე: 27.
ქალწული
ამ კვირაში ბევრი თქვენგანის ცხოვრებაში მოსალოდნელია ცვლილებები პროფესიული თვალსაზრისით, რაც დადებითად აისახება თქვენს კარიერაზე. სავარაუდოდ, ზოგიერთი თქვენი იდეა და პროექტი დადებით გამოხმაურებას მიიღებს და მათი განხორციელება დაიწყება. სასიამოვნოდ გაოცებული დარჩებით, როცა გაიგებთ, რომ თქვენმა ფინანსურმა ინვესტიციებმა, რისი დიდი იმედი არ გქონდათ, მოგების მოტანა დაიწყო. ეცადეთ, რაც შეიძლება მეტი გააკეთოთ ამ პერიოდში, თქვენი უნარების, ენერგიის, მეგობრებისა და ოჯახის მხარდაჭერის გამოყენებით.
სასურველია შაბათ-კვირა ოჯახთან ერთად გაატაროთ. მოაწყვეთ მყუდრო საღამო სახლში. ასევე, ნაყოფიერი პერიოდია შემოქმედებისთვის.
სასიკეთო დღეები: 27, 29.
არასასიკეთო დღე: 30.
სასწორი
მეტი დაისვენეთ და არ გადატვირთოთ თავი სამუშაოზე ფიქრებით. ამ კვირაში მოვლენების მშვიდი სერია შეიძლება შეწყდეს გასაოცარი, გნებავთ, არაჩვეულებრივი ინციდენტის გამო. ოთხშაბათს მეგობრები გაგახარებენ რაღაც მომხიბვლელით და ტკბილით. ხუთშაბათს, არსებული სიტუაციის ყველა დეტალის ხელახლა შექმნით, შეძლებთ საბოლოოდ მიიღოთ თქვენთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. შეგიძლიათ უსაფრთხოდ დაეყრდნოთ თქვენი საყვარელი ადამიანების და კოლეგების მხარდაჭერას.
ამ კვირაში შესაძლებელია ადრე არსებული კონტაქტების ან ძველი მეგობრობის აღდგენა, რაც თქვენს ცხოვრებაში ახალ შეგრძნებებს შემოიტანს. შაბათს თქვენი აქტივობა სარგებელს მოგიტანთ.
სასიკეთო დღეები: 25, 1.
არასასიკეთო დღე: 26.
მორიელი
ამ კვირაში თქვენს ცხოვრებაში შეიძლება მოხდეს წარმოუდგენელი მოვლენები, რომლებიც მსოფლმხედველობას შეგიცვლით. შეგიძლიათ შეიცვალოთ სამსახური, გადახვიდეთ სხვა ქალაქში… და ეს დიდი წარმატების დასაწყისი იქნება. ახლა მნიშვნელოვანია, შეძლოთ საკუთარ თავს გარედან შეხედოთ, რადგან მეტ-ნაკლებად ობიექტური შეფასება საშუალებას მოგცემთ სწორი გადაწყვეტილებები მიიღოთ. სამუშაო უსაფრთხოება თავდაჯერებულობას გაძლევთ, მაგრამ შესაძლოა ემოციურად ცოტა დაუცველი იყოთ.
შაბათ-კვირას მეგობრებთან ურთიერთობა განწყობას გაგიუმჯობესებთ. ბედნიერი და კმაყოფილი იქნებით საყვარელი ადამიანების გარემოცვაში და შეეცდებით, რაც შეიძლება მეტი დრო გაატაროთ მათთან.
სასიკეთო დღეები: 25, 30.
არასასიკეთო დღე: 27.
მშვილდოსანი
ამ კვირაში მოსალოდნელია ცვლილებები თქვენი ცხოვრების ნებისმიერ სფეროში. პროფესიული თვალსაზრისით, შესაძლოა ეს ეხებოდეს თქვენს კარიერას, ხელფასს ან თქვენს რაიმე პროექტს. სამშაბათს ხელსაყრელია შეადგინოთ სამოქმედო გეგმა და შეეცადოთ, არ შეცვალოთ იგი, რათა რთულ სიტუაციაში არ აღმოჩნდეთ. თქვენი მიზნების მისაღწევად ღირს კომპრომისზე წასვლა. ამ გზით სწრაფად გადალახავთ დაბრკოლებებს და წარმატებას მიაღწევთ.
ვისაც გადაუდებელი საქმეები გაქვთ, უნდა შეეცადოთ, ისინი ამ ერთი კვირის განმავლობაში დაასრულოთ. მაშინ გექნებათ უპირატესობა ახალი მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაში. შაბათ-კვირას საინტერესო წიგნის კითხვა დაგეხმარებათ, რომ კარგად დაისვენოთ.
სასიკეთო დღეები: 26, 28.
არასასიკეთო დღე: 1.
თხის რქა
ამ კვირის მოვლენები შეიძლება ნაცნობი მოგეჩვენოთ, მაგრამ პრობლემების გადასაჭრელად უკვე ნაცადი რეცეპტები არ უნდა გამოიყენოთ. ორშაბათს ახლობლებს არ უნდა ეჩხუბოთ, მხოლოდ დროსა და ენერგიას დაკარგავთ. სამშაბათს ბევრი რამის გაკეთება შეგიძლიათ, კარგი დღეა ინიციატივის აღებისთვის. პარასკევს შესაძლოა გარკვეული სირთულეები შეგექმნათ თანამოსაუბრისგან, მაგრამ საბოლოოდ თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი გარიგება დაიდება, რომელიც ხელშესახებ მოგებას გპირდებათ.
კვირის ბოლოს, სავარაუდოდ, კმაყოფილი დარჩებით თქვენი ცხოვრების ყველა სფეროში მოვლენების პროგრესით. რომანტიკულ სფეროში შესაძლებელია სიურპრიზები, რომლებიც სასიამოვნოდ გაგაოცებთ.
სასიკეთო დღეები: 25, 27.
არასასიკეთო დღე: 29.
მერწყული
ამ კვირაში ფრთხილად უნდა იყოთ ნებისმიერი ქმედებისას, რადგან დიდია შეცდომის დაშვების ალბათობა. თქვენმა ქმედებებმა შეიძლება საბოლოოდ ზიანი მიაყენოს თქვენს ახლობელს. თუმცა თქვენი პირადი ცხოვრება იქნება ძალიან მდიდარი, ნაყოფიერი და სასიამოვნო. მნიშვნელოვნად გაიზრდება თქვენი შესაძლებლობები და ცხოვრების ხარისხს გაიუმჯობესებთ. ოთხშაბათს გამოვლენილ ინიციატივას ხელმძღვანელობა სათანადოდ დააფასებს. პარასკევს წარმატებული იქნება შეხვედრები, ახალი პროექტები თქვენი საქმიანობის სფეროს გააფართოებს.
შაბათ-კვირას, დიდი ალბათობით, სოციალურ სფეროსთან დაკავშირებული რამდენიმე მნიშვნელოვანი საქმით იქნებით დაკავებული.
სასიკეთო დღეები: 26, 30.
არასასიკეთო დღე: 28.
თევზები
ვარსკვლავების წინასწარმეტყველებით, სავარაუდოდ, მთელი კვირა კარგ განწყობაზე იქნებით, რადგან თვალშისაცემია წინსვლა და წარმატებები ცხოვრების ყველა სფეროში. ბევრ თქვენგანს ელოდება საინტერესო და პერსპექტიული შეთავაზებები პროფესიულ ასპარეზზე. შუა კვირაში შეიძლება მივლინებაში წასვლაც მოგიხდეთ. მოსალოდნელია მცირე დაბრკოლებები, მაგრამ თავადვე გაუმკლავდებით თქვენი სწრაფი რეაქციის წყალობით. გაუმჯობესდება თქვენი პირადი ურთიერთობებიც.
ამ შაბათ-კვირას სასიამოვნო დროს გაატარებთ საყვარელ ადამიანებთან ერთად. გამონახეთ დრო ბუნებაში დასვენებისთვის.
სასიკეთო დღეები: 28, 1.
არასასიკეთო დღე: 25.