"საპატრიარქოს უწყებანი“ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
საქართველოს საპატრიარქოს ბეჭდვითი ორგანო „საპატრიარქოს უწყებანი“ სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.
" სამძიმარი ▪
ამა წლის 22 ნოემბერს გარდაიცვალა თბილისის ღირსი ექვთიმე გაენათელის (შარვაშიძე) სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, მღვდელ-მონაზონი იაკობი (შარვაშიძე).
▪ მღვდელ-მონაზონი იაკობი დაიკრძალება სამშაბათს, 26 ნოემბერს, 14:00 საათზე ამავე მონასტრის ეზოში.
▪ მწუხარებას გამოვთქვამთ მღვდელ-მონაზონ იაკობის გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ მონასტრის საძმოს, განსვენებულის ოჯახსა და სამწყსოს.
▪ უფალმა მართალთა თანა დაამკვიდროს მისი უკვდავი სული.
▪ გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოთ ახლად შესვენებული მღვდელ-მონაზონი იაკობი", - წერია ინფორმაციაში.