თეგებით ძიება
18. 03. 2020 ბიზნესი

უფასო იურიდიული კონსულტაცია

იურიდიული კომპანია "GGLEGAL" გამოთქვამს მზადყოფნას, გაუწიოს უფასო იურიდიული კონსულტაცია თითოეულ ადამიანს , ვისაც აღნიშნული მიმართულებით დახმარება ესაჭიროება. საერთაშორისო გამოცდილების მქონე იურისტები, მოსახლეობას მიმართავენ და მოუწოდებენ, საჭიროების შემთხვევაში გამოიყენონ მათი პლატფორმა.

"ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, იურიდიული კომპანია ""GGLEGAL " გადადის მომსახურების დისტანციურ რეჟიმზე.
მაქსიმალურად ვითვალისწინებთ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს და გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი თანამშრომლებისა და მათი ოჯახის წევრების ჯანმრთელობა ჩვენთვის პრიორიტეტია, მომსახურებას გავწევთ ონლაინ რეჟიმში. მივმართავ თითოეულ მოქალაქეს, მზად ვართ სრულიად უსასყიდლოდ, დისტანციური რეჟიმის გათვალისწინებით, გავუწიოთ კონსულტაცია მსურველებს." - განაცხადა კომპანიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ნატალია გელაძემ.

" მსგავის განცხადება, რამდენიმე დღის წინ ჩვენივე სოციალური ქსელის საშუალებით გავავრცელეთ. ბევრმა ადამიანმა მოგვწერა და რა თქმა უნდა თითოეულს კონსულტაცია სრულიად უსასყიდლოდ გავუწიეთ.

აქვე, დიდი მადლობა მინდა ვუთხრა თქვენ სიანფორმაციო საშულებას, რომელიც ხელს უწყობს მსგავსი ცნობების ფართო აუდიტორიამდე მიტანას.
კიდევ ერთხელ მივმართავ მოქალაქეებს, დაგვირეკეთ შემდეგ ტელეფონის ნომრებზე+995 555 212 366; +995 598 89 01 34 მოგვწერეთ ჩვენს ფეისბუქ გვერდზე ან დაგვიტოვეთ თქვენი საკონტაქტო ნომერი. ჩვენი იურისტები უმოკლეს დროში დაგიკავშირდებიან." განაცხადა "GGLEGAL "ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, გვანცა გამეზარდაშვილმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა