რა ღირს ბინები ძველ აშენებულ კორპუსებში უბნების მიხედვით?
მიუხედავად იმისა, რომ დედაქალაქში ყოველდღიურად ახალი კორპუსები შენდება, მოთხოვნა კვლავ ნარჩუნდება საბჭოთა დროს აშენებულ ძველ კორპუსებზე და ე.წ. მეორად ბინებზე. ჩვენ დავინტერესდით როგორია ფასები უბნების მიხედვით და ამისთვის პორტალი ss.ge გამოვიყენეთ, სადაც ყველაზე მეტი განცხადება იდება.
ძველი შენობების სიმრავლით გარეუბნები გამოირჩევა. 1 კვ.მ. მეორადი ბინის ფასი, საშუალო მდგომარეობით გლდანში 750 დოლარიდან 850 დოლარამდე მერყეობს. საშუალოდ აქ კვადრატულ მეტრს 800 დოლარად შეიძენთ. ფასი დამოკიდებულია მეტროსთან სიახლოვეზე, მიკრორაიონზე და სხვა.
700 დოლარიდან 800 დოლარამდე მერყეობს ფასები მუხიანში. ზღვისუბანში (ყოფილი თემქა) ფასები უფრო ფართო დიაპაზონში მერყეობს და საშუალოდ დაახლოებით 800 დოლარს უტოლდება.
შედარებით მაღალია ფასები სანზონაში, მეტრო ღრმაღელისა და გურამიშვილის მიმდებარედ. 1 კვ.მ.-ს ღირებულება 900 დოლარის ფარგლებშია.
დიდი დიღომში ფასები 850 დოლარის ფარგლებში მერყეობს და დამოკიდებულია მიკრორაიონზე. პირველ და მეორე მირორაიონში შესაძლოა ფასი 900 დოლარს აღემატებოდეს, ხოლო მესამე და მეოთხე მიკროებში 800 დოლარიც ღირდეს.
დიდუბის რაიონში 1 კვ.მ.-ს ფასი 950-დან 1100 დოლარამდეა.
850-950 დოლარია 1 კვ.მ.-ს ღირებულება ისანში. 750-800 დოლარის ფარგლებში მერყეობს ფასები ვარკეთილში, ვაზისუბანსა და სამგორში.
საბურთალოზე საშუალო ფასი 1250 დოლარია, ხოლო ვაკეში 1400.
ტრადიციულად ყველაზე ძვირი ბინები მთაწმინდასა და სოლოლაკშია სადაც კვ.მ.-ს ფასები 1500-1700 დოალრია.
გასათვალისწინებელია, რომ მეორადი ბინების შეძენისას თქვენ მოგიწევთ ბინის ავეჯითა და კოსმეტიკური რემონტით უზრუნველყოფა.