თეგებით ძიება

2020 წელთან შედარებით, თბილისში ახალი ბინები 66.2%-ით გაძვირდა

დედაქალაქში ბინები და კერძო სახლები კვლავ გაძვირდა. ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2026 წლის მესამე კვარტლის საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსის ანგარიშიდან ხდება ცნობილი.

კერძოდ, გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, მიმდინარე წლის წინა კვარტალთან შედარებით, საცხოვრებელი ქონების ფასების ინდექსმა (RPPI) 1.5%-ით მოიმატა, ხოლო გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ზრდამ 5.9% შეადგინა.

თუმცა, ამავე მათივე ცნობით, თუ დღევანდელ ფასებს 2020 წლის საშუალო მაჩვენებელს შევადარებთ, თბილისში ახალი საცხოვრებელი ქონება 66.2%-ით არის გაძვირებული.

შენიშვნა: ცნობისთვის, RPPI დაფარვა მოიცავს მხოლოდ ქალაქ თბილისის ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს - როგორც მრავალსართულიანი ბინების, ისე კერძო სახლების სეგმენტს.

საქსტატის მიხედვით, 2026 წლის მესამე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, ფასების ზრდა დაფიქსირდა როგორც საცხოვრებელი ბინების (1.2%), ისე კერძო სახლების შემთხვევაში (2.7%).

ამასთან, ფასების ზრდა ორივე სეგმენტში დაფიქსირდა 2025 წლის მესამე კვარტალთან შედარებითაც - ბინებზე 5.6 %-ით, ხოლო კერძო სახლებზე 7%-ით.

რომელ უბანში რა ღირს 1 კვადრატული მეტრი?

სტატისტიკის ეროვნულ სამსახურზე დაყრდნობით, ახალაშენებულ ბინებში 1 კვადრატული მეტრის მედიანური ღირებულება ყველაზე მაღალი ცენტრალურ უბნებშია, ხოლო შედარებით ხელმისაწვდომი ფასები გარეუბნებში ფიქსირდება.

კერძოდ, საქსტატის ინფორმაციით, დედაქალაქის მასშტაბით ყველაზე მაღალ საფასო კატეგორიაში მთაწმინდა ხვდება, სადაც კვადრატული მეტრი საცხოვრებელი ფართის საშუალო მედიანური ფასი 7 004 ლარს აღწევს. რაც შეეხება ყველაზე დაბალბიუჯეტურ სეგმენტს, ბინები ყველაზე იაფი სამგორშია, სადაც კვადრატული მეტრის ფასი 3 657 ლარს უტოლდება.

უფრო კონკრეტულად კი, 2026 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით, თბილისში ბინის ფასები (კვადრატულ მეტრზე) უბნების მიხედვით, ასე გამოიყურება:

  • მთაწმინდა - 7004 ლარი;
  • ვაკე - 6046 ლარი;
  • კრწანისი - 4635 ლარი;
  • საბურთალო - 4 444 ლარი:
;
  • დიდუბე - 4 168 ლარი;
  • ჩუღურეთი - 4 121 ლარი;
  • ისანი - 4 032 ლარი;
  • ნაძალადევი - 3 932 ლარი;
  • გლდანში - 3 830 ლარი;
  • სამგორი - 3 657 ლარი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა