„ახალი წელი - ახალი შესაძლებლობები!“ - კომპანია lemons სატელეფონო გაყიდვების ოპერატორის პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს
ახალი წელი ახალი შესაძლებლობები - კომპანია lemons აცხადებს ვაკანსიას უძრავი ქონების მიმართულებით სატელეფონო გაყიდვების ოპერატორის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები და ვალდებულებები:
• შემომავალი და გამავალი ზარების მიღება და მომხმარებელთან კომუნიკაცია;
• კონსულტაციის გაწევა მომსახურებისა და პირობების შესახებ;
• ზარების პროგრამული აღრიცხვა;
• მომხმარებლის ვიზიტების დაგეგმვა;
• ტელეფონის საშუალებით მომხმარებლის უზრუნველყოფა საჭირო ინფორმაციით;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• გამართული მეტყველება;
• საოფისე პროგრამების მინიმალურ დონეზე გამოყენება;
• ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა.
სამუშაო გრაფიკი: სრული
მდებარეობა: თბილისი
ანაზღაურება: ფიქსირებული ანაზღაურება 1000/1200 ლარი + ბონუსი
** კარიერული ზრდის შესაძლებლობა
** შიდა სასწავლო სისტემა
** სატელეფონო სასაუბრო ლიმიტი
** ჯანმრთელობის დაზღვევა.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: [email protected]. სათაურის ველში, გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება (სატელეფონო გაყიდვების ოპერატორი).
დამატებითი ინფორმაციისთვის, მოგვმართეთ: (995 32) 245 01 01
გისურვებთ წარმატებებს!