ნუგბარი - ტრადიციული გემო, რომელიც მსოფლიოს უყვარს
მევენახეობისა და მეღვინეობის ქვეყანაში ყურძნისაგან ღვინის დამზადების პარალელურად, თათარისა და ჩურჩხელის დამზადებასაც დიდი ხნის ისტორია და ტრადიცია აქვს. გარდა ტკბილი მოგონებებისა და ემოციებისა, ჩურჩხელას ჯერ კიდევ უძველესი დროიდან ქართველები, ბრძოლისუნარიანობის ასამაღლებლად და იმუნიტეტის გასაძლიერებლად იყენებდნენ. ჩურჩხელა, როგორც საქართველოს უძველესი ისტორიული და უგემრიელესი ტკბილეული ბევრი ტურისტისთვის საუკეთესო ნუგბარად იქცა. მის პოპულარიზაციასა და საუცხოო გემოს შენარჩუნებაში, უდიდეს როლს, საქართველოში ნომერ პირველი ტკბილეულის კომპანია - შპს „ნუგბარი“ ასრულებს, რომელიც მუდმივ სიახლეებსა და საუცხოო ტრადიციულ გემოებს გვთავაზობს.
შპს „ნუგბარი“ 2015 წელს დაარსდა და მის უპირატეს მიზანს, საუკეთესო ხარისხის, ნატურალური და გემრიელი ტრადიციული ქართული და ისტორიული ტკბილეულობის წარმოება წარმოადგენდა. მიმდინარე წარმადობა დღეში 15000 ჩურჩხელაა. ძირითად ნედლეულს თხილეულის გარდა წარმოადგენს ყურძნის ადგილობრივი ჯიშების (რქაწითელისა და ადესის) კონცენტრატები (ბადაგები). წარმოების პროცესი, რომელიც მიმდინარეობს ჰიგიენური ნორმებისა დაუვნებლობის სტანდარტების სრული დაცვით, შემდეგნაირია: ბადაგის ფქვილით შესქელების შემდეგ ხდება ძაფზე ასხმული და მოხალული ნიგვზის ან თხილის მასში ამოვლება. შემდეგ ჩურჩხელა გადის 2-ჯერად ბუნებრივ გაშრობას სპეციალურ საშრობებში, რის შემდეგაც მას ეცლება ძაფი და იფუთება. ამ ერთი შეხედვით მარტივი პროცედურის დროს, ჰაერისა და პროდუქტის ტემპერატურების გარდა მკაცრად კონტროლდება ისეთი მნიშვნელოვანი პარამეტრები, როგორებიცაა ფარდობითი ტენიანობა და ჰაერის ცირკულაცია საშრობებში და წყლის აქტივობა და ტენშემცველობა პროდუქტში.
„ნუგბარი“ მისაღები ფასების გარდა, ქართული ტრადიციული ტკბილეულობის მოყვარულებს სთავაზობს პროდუქციის ფართო არჩევანს. ჩურჩხელა Wholenuts® უკვე გახდა ტურისტების საყვარელი სასუსნავი საქართველოში. 2017 წლიდან ის ასევე წარმატებით იყიდება აშშ-ს, რუსეთის და ევროკავშირის ქვეყნებში. „ნუგბარი“ მომხმარებლებს სთავაზობს პროდუქციის სხვადასხვა კატეგორიებს, მათ შორის: შეუფუთავ ჩურჩხელებს სტენდებზე, ცალობით შეფუთულ ჩურჩხელებს, ტრადიციულ ქართულ ტკბილეულის ნაკრებებს ხელნაკეთ შეფუთვებში, თათარას, ფელამუშს, ბექმეზს, სხვადასხვა სახის გოზინაყს, ხილის ჩირებსა და ტყლაპს.
ნუგბარის პროდუქცია არის ცხოვრების ჯანსაღი წესის მიმდევარი ადამიანების საკვები, რომელიც ფიზიკურთან ერთად დიდ გონებრივ ენერგიას იძლევა. ნუგბარის პროდუქცია სავსეა „ჯანსაღი კალორიებითა და სასარგებლო მიკროელემენტებით, ამიტომ იგი საუკეთესო საგზალი და ბუნებრივი ენერჯაიზერია. აღნიშნული პროდუქცია, საქართველოს მასშაბით შეგიძლიათ შეიძინოთ სავაჭრო ცენტრებში წარმოდგენილ „ნუგბარის“ 8 მაღაზიაში და ასევე ყველა დიდ ქსელურ მარკეტში.
დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ შპს „ნუგბარის“ Facebook გვერდზე. https://www.fb.com/Nugbari.ge/