პრომოუტერი - თქვენი ბიზნესის თანამგზავრი
12 წლის წინ პატარა ოფისში, სადაც მხოლოდ რამდენიმე თანამშრომელი იყო, გაჩნდა იდეა - შექმნილიყო კომპანია, რომელიც არა მხოლოდ სარეკლამო ბაზარზე შეიტანდა ცვლილებებს, არამედ იმოქმედებდა ადამიანების ცხოვრებაზე. მაშინ ვერც კი წარმოვიდგენდით, რომ ეს იდეა 12 წლის შემდეგ ასობით წარმატებულ პროექტად იქცეოდა. ეს იყო წლები, როცა იმედით ვქმნიდით რაღაც დიდი ისტორიის საწყისს.
პირველ მომხმარებელთან შეხვედრებს ახლაც სითბოთი ვიხსენებთ - მათი ნდობის მოპოვება ჩვენთვის უდიდესი პატივია. სწორედ მათ მოგვცეს საშუალება დაგვემტკიცებინა, რომ რეკლამა მხოლოდ ესთეტიური სურათები და დასამახსოვრებელი სლოგანები არ არის - ეს არის ხიდი ბრენდსა და ადამიანებს შორის. ეს მიდგომა იყო საფუძველი იმისა, რომ 12 წლის განმავლობაში ავაშენეთ მეტი, ვიდრე უბრალოდ რეკლამა - ჩვენ ჩამოვაყალიბეთ ურთიერთობები.
მომდევნო ეტაპზე კომპანია უფრო გაძლიერდა, შევქმენით ჩვენი საწარმო და შესაბამისად პროექტების მასშტაბიც თანდათან იზრდებოდა. გაჩნდა სტაბილური პარტნიორები და წამყვანი ბრენდები, რომლებიც ენდობიან კომპანიის შემოქმედებით ხედვებს.
შესრულებული გვაქვს ისეთი ცნობილი და წამყვანი კომპანიების სარეკლამო გაფორმებები როგორიცაა: ორი ნაბიჯი, სუფთა სახლი, ლიბერთი ბანკი, საქართველოს ფოსტა, დომინოს პიცა, გალერეა თბილისი, ნოვა, და სხვა. გვიმუშავია უამრავი ქართული და უცხოური ბრენდების მაღაზიებსა და კომერციული სტენდებზე.
ნაბიჯ-ნაბიჯ დაგროვებული გამოცდილება და მტკიცე ურთიერთობები მოტივაციას აძლევდა კომპანიას დაესახა უფრო დიდი მიზნები. დღეისათვის კომპანიამ გაიარა უამრავი ტრანსფორმაცია, დანერგა ინოვაციები და გაანახლა ტექნოლოგიები, რის გამოც ჩვენთან პარტნიორობის გაფორმების მომენტიდან შეგიძლიათ გჯეროდეთ, რომ თანამშრომლობა იქნება ოპერატიული, წარმატებული და ეფექტური, რადგან ჩვენ არ ვქმნით მხოლოდ რეკლამებს, ჩვენ ვქმნით ხანგრძლივ შთაბეჭდილებებს, რომლებიც დროს უძლებს.
ერთ-ერთი პირველი რითიც გამოვირჩევით არის ტექნოლოგიები, რომელსაც ვიყენებთ და მუდმივად ვახერხებთ თანამედროვე ტენდეციებს ფეხი ავუწყოთ. 2025 წლიდან კომპანიას დაემატება იაპონური ბრენდის Mimaki- ს 2 ახალი საბეჭდი და და სასერი დანადგარი, ინვესტიცია უკვე განვახორციელეთ და დანადგარები ჩამოსულია ადგილზე.
დღეს პრომოუტერი არის ძლიერი ბრენდი, რომელიც არ კმაყოფილდება მხოლოდ წარმატებით – ის აგრძელებს მუდმივ განვითარებას, ზრდასა და ახალი სიმაღლეების დაპყრობას.
როდესაც ირჩევთ პრომოუტერს, თქვენ ირჩევთ ხარისხს, რომელიც მუდამ მომხმარებლის ინტერესების შესაბამისია.
საიტი: https://promoter.ge/main-home/
ტელ: 592 15 29 29