თეგებით ძიება
21. 03. 2020 ბიზნესი

ვირუსული გაკვეთილები ანუ სასიცოცხლო რჩევები კომპანიებს

თუ ამ ბლოგს კითხულობთ, ალბათ ხართ სახლში, საშინაო ფორმაში, გვერდით ჭიქით და დაბალ ხმაზე დაწეული ტელევიზორით. იცით, თქვენ არ გელით სიკვდილი, თქვენ მხოლოდ რაღაცების სწავლა და შეხსენება გევალებათ. მაგალითად იმის, რომ დედამიწა გაჩერდება კი არა, კოსმოსში ჩამოიშლება თქვენ გარეშე. ისევე, როგორც „ლემან ბრაზერსი“ ჩამოიშალა 2008 წლის ეკონომიკური კრიზის დროს. ამ გიგანტის გაკოტრებამ კი საფინანსო ბაზარზე დომინოს პრინციპით გამოიწვია სხვათა დამხობაც. ახლა, როცა გვრიგვინის ფორმის პატარა ვირუსი ჩვენს პლანეტას თავის წესებს უდგენს, არავინ იცის ვინ დაეცემა პირველი.

იმ დაბნეულ ბავშვებს ვგავართ, რომელებიც ლექტორის კაბინეტთან თავიანთ რიგს ელოდებიან და გული უსკდებათ იმის გააზრებისას, რომ შესაძლოა გამოცდაზე უარყოფოთი შეფასება მიიღონ. ჩვენც ასე ვართ - ოღონდ ჩვენ შემთხვევაში საშიში დადებითი პასუხია და არ ვიცით, როდის მოვა ჩვენი ჯერი.

მაგრამ რა იქნებოდა ამ ბავშვებს საგანი საკმარისად კარგად ესწავლათ, მეტი ევარჯიშათ, მეტად სდომებოდათ? წესით, უნდა იყოს ასე - ადამიანებს არ უნდა სჭირდებათ იმის შეხსენება, რომ ბავშვებმა კარგად უნდა ისწავლონ და ისწავლონ მხოლოდ ის, რისი მისწრაფებაც აქვთ, არ უნდა აირჩიონ პროფესიები მათი შიდა გავრცელების, მესამეული, მეოთხეული თაობების, მეზობლური თუ ნათესაური გადაცემების მიხედვით. მაშინ ადამიანებს აღარ დასჭირდებოდათ სიშორე სიყვარულის გამოსახატად, დისტანცია - თავდაცვის , კარანტინი - თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო. კომპანიებს არ მოუწევდათ, იმის შეხსენება, რომ „იღებენ სოციალურ პასუხისმგებლობას“, „იაზრებენ მოქალაქეობრივ ვალდებულებას“.



ახლა კი, ეს ხშირად უნდა ვიმეოროთ. რჩევა #1)“ ადამიანები უნდა ქმნიდნენ ჯაჭვს, რომლის თითოეული წევრი დამოუკიდებელია. ბავშვებს არ უნდა ვეუბნებოდეთ, რომ ვარდისფერი გოგოს ფერია, რომ იურისტობა „ფულიანი“ საქმეა, რომ... რომ ასე უსასრულოდ შეუძლიათ იყვნენ საკუთარი თავი.
ახლა ,როცა სამუშაო სფეროსაც კი სხვების გავლენით ვირჩევთ,ქუთაისის უნივერსიტეტმა აბიტურიენტებისთვის არასასურველი პროფესიის შეყრის პრევენციის მიზნით, საჭიროდ ჩათვალა წამოეწყო სოციალური კამპანია „შენ გადაწყვიტე“. რომლის ფარგლებში ფსიქოლოგი აბიტურიენტებს ონლაინ კონსულტაციებს გაუწევს , დაეხმარება საკუთარი თავის პოვნაში და დაარწმუნებს, თავად გადაწყვიტონ საკუთარი ცხოვრება. ასეთი გადაწყვეტილებები ათასგზის დაწყვეტილი ჯაჭვის შეკვრის ერთადერთი საშუალებაა. ქუთაისის უნივერსიტეტმა კი იმდენჯერ გაგვიმეორა, რომ მისთვის მთავარი საკუთარ გუნდზე ზრუნვაა დაგვაჯერა - მათი ჯაჭვი იონური ბმით ბმულია. ვირუსები კი ასეთ ბმებს შორის ეჩხირებიან და კიდევ უფრო ამაგრებენ მას.



რჩევა #2 – „ციხე შიგნიდან ტყდება - ასეთ დაძაბულ სიტუაციაში გუნდის თითოეულ წევრს თუ მხარდაჭერას აგრძნობინებ, ის არასდროს მიატოვეებს შენს კომპანიას), ამიტომაც ქუთაისის უნივერისტეტი გახდა ერთ-ერთი პირველი უნივერისტეტი, რომელმაც ონლაინ სივრცეში გადანაცვლება უმოკლეს დროში შეძლო. მსგავსი უნარი კომპანიას მაშინ აქვს, როცა კრიტიკულ სიტუაციებში თანამშრომლები საკუთარ სამსახურეობრივ ვალდებულებებს პასუხისმგებლობებსაც უთავსებენ და მერე რა, თუ რაღაც არ ევალებათ, საჭირო საქმეს ერტად აკეთებენ

რჩევა #3- იდეისა და ვირუსის წინაშე ყველანი თანაბრები ვართ!
და ისევ დიადი სოციალური პასუხიმგებლობა, რომელიც ცოდნის გაზიარებისკენ გვიბიძგებს. მას შემდეგ, რაც ქუთაისის უნივერსიტეტში დისტანციურმა სწავლებამ გეზი წარმატებით აიღო, გუნდი ონლაინ გაკვეთილების წარმართვისთვის საჭირო ტექნიკურ საკითხებს პედაგოგებსაც შეასწავლის.



რჩევა #4 - იპოვე გულშემატკივრები
ხომ გახსოვთ ჯაჭვი? თუ ჯაჭვი მხოლოდ ერთ კომპანიაში იტრიალებს, ადრე თუ გვიან გაწყდება, ამიტომაც მას გარეთ გამზეურება და ახალი წევრები სჭირდება. ქუთაისის უნივეერისტეტმა თავის წრეში ახალი ქართული სოციალური პლატფორმა feedc შემოიერთა

რჩევა #5 ეძიე სიახლეები
თუ ეს ბლოგი ბოლომდე წაიკითხე, ალბათ შინ ჯდომისგან ძალიან მოწყენილი ხარ. მე კი არ ვიცი, რამე გამოსადეგი მართლა ისწავლე თუ არა, მარგამ ეს ვირუსი უთუოდ ბევრ გაკვეთილს რომ გვიტარებს ცხადია. მაგალითად, გვასწავლის , იმას რომ ფრაზა „შენ გადაწყვიტე“ ზოგჯერ თავისუფლების მიცემა კი არა ვალდებულებაა საკუთარი თავის , ოჯახისა და ქვეყნის წინაშე. მალე, როცა ეს ყველაფერი დასრულდება ჩვენ ბევრად უფრო ძლიერები ვიქნებით. ძლიერები და დისტანციურები.

ავტორი: მარიამ ელიაშვილი
http://www.unik.edu.ge/


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა