თეგებით ძიება
21. 03. 2020 ბიზნესი

HICDC-ბიზნესის უწყვეტობისთვის! CSR კამპანია

"HICDC - ბიზნეს უწყვეტობისთვის!

HUMAN & INSTITUTIONAL CAPACITY DEVELOPMENT CENTER – HICDC ოფიციალური განცხადება!

⏹ კორონავირუსის (COVID-19) გავრცელებამ მსოფლიო შეცვალა! შეიცვალა ადამიანებისა და ბიზნესის ქცევა. ვირუსის გავლენა ეკონომიკაზე ძალიან მძიმეა.

⏹ მსოფლიოს მასშტაბით ბიზნეს კომპანიები და მეწარმეები აქტიურად გადავიდნენ ბიზნესის წინაშე მდგარი რისკების მაქსიმალურად მართვაზე. ადამიანების ჯანმრთელობასთან ერთად, ბიზნესის უწყვეტობა ამ ეტაპზე, ისევე როგორც შექმნილი ნეგატიური პერიოდის დასრულების შედგომ - უმნიშვნელოვანესი საზრუნავი ხდება!

⏹ შექმნილ ვითარებაში კრიტიკულად მნიშვნელოვანია მაქსიმალური ძალისხმევის მობილიზება, რათა კომპანიებმა და მეწარმეებმა განახორციელონ პრევენციული ზომები იმ სირთულეების გასამკლავებლად, რომელებიც თან სდევს მსგავს სიტუაციებში არსებულ ეკონომიკურ გამოწვევებს.

HUMAN & INSTITUTIONAL CAPACITY DEVELOPMENT CENTER - HICDC (ადამიანური და ინსტიტუციური შესაძლებლობების ცენტრი) - მა არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში შექმნა ექსკლუზიური საკონსულტაციო სერვისი - ბიზნესის უწყვეტობისა და კრიზისების გეგმის შემუშავების მიმართულებით.

◻️ სპეციალური სარეკომენდაციო სერვისი ითვალისწინებს ბიზნეს სუბიექტებისათვის პირველადი კონსულტაციის გაწევას, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ბიზნესის ფუნქციონირების შეუფერხებლობის უზრუნველსაყოფად.

◻️ სერვისის მიზანია ბიზნეს უწყვეტობის მიმართულებით ბიზნეს სუბიექტებს მიაწოდოს პირველადი კონსულტაციები ისეთ საკითხებზე, როგორიცაა:

▪️ უპირველესი ამოცანების დასახვა;
▪️ ორგანიზაციული რესურსებისა და კრიტიკული შიდა პროცესების ეფექტიანი მართვა;
▪️ განსაკუთრებულ პირობებში გადაწყვეტილების მიღებისა და მართვის მოქნილი სისტემები;
▪️ სხვა საკითხები, რომელებიც საშუალებას აძლევს ბიზნეს სუბიექტებს, მაქსიმალურად სწრაფად ადაპტირდნენ არსებულ გარემოსთან, ისე რომ მოახდინონ დანაკარგების მინიმიზება და გახდნენ მეტად მობილურები და მაქსიმალურად მოქნილები.

◻️ პირველადი კონსულტაციის გაწევისას HICDC-ის ექპერტთა გუნდი განახორციელებს ჩაღრმავებულ ინტერვიუებს კომპანიების წარმომადგენლებთან, რათა მოხდეს არსებული მდგომარეობის და შექმნილი გამოწვევების მაქსიმალური ანალიზი. რის შემდგომაც მოხდება ექსპერტების გუნდის მიერ კონსულტაციის გაწევა შემდგომი პრევენციული ნაბიჯების გატარებასთან დაკავშირებით, რომელიც მიმართულია ორგანიზაციის გამოწვევების დაძლევასა და თანამშრომელთა უსაფრთხოების ყურადღების მაქსიმალურად კონცენტრაციაზე.

⏹ გარდა ამ სერვისისა, HICDC-მ უპრეცედენტოდ უმოკლეს დროში მოახერხა შეექმნა სპეციალური პროდუქტი - ბიზნეს უწყვეტობის სისტემის დანერგვა. პროდუქტის სრული პაკეტი შექმნილია იმ გარემოებების გათვალისწინებით, რაც თან ახლავს ქვეყანაში პანდემიის და ზოგადად მაღალი რისკების დროს უარყოფით გავლენას ბიზნეს სუბიექტების ეკონომიკურ აქტიურობაზე, დასაქმებულთა ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე, ბიზნესის უწყვეტობასა და მის მდგრადობაზე.

⏹ HUMAN & INSTITUTIONAL CAPACITY DEVELOPMENT CENTER - HICDC როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის კომპანია, გამოხატავს მზადყოფნას 19 მარტიდან გამართოს ონლაინ საკონსულტაციო სესიები - დისტანციური საკომუნიკაციო პლატფორმების საშუალებით.
სპეციალურ საკონსულტაციო სესიებს დარგობრივი კონსულტანტები და ექსპერტთა გუნდი გაუძღვება.

◼️ HICDC წარმოადგენს საკონსულტაციო კომპანიას, ორგანიზაციული და ადამიანების მართვისა და განვითარების მიმართულებით, რომლის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:

▪️ ორგანიზაციული და სტრატეგიული განვითარება - თანამედროვე სისტემები და გადაწყვეტილებებით
▪️ ადამიანური რესურსების მართვის (ტალანტების) სისტემები - თანამედროვე სისტემები და გადაწყვეტილებები
▪️ ადამიანების განვითარების პროგრამები და ტრენინგ სისტემების განვითარება - განვითარების თანამედროვე პროგრამები, მეთოდოლოგიები და მიზნობრივი გადაწყვეტილებები.
▪️ ქონსალთინგ, ედვაიზრული და აუთსორსინგ სერვისები.

⏹ HICDC საკონსულტაციო სერვისები და პროდუქტები მოიცავს ორგანიზაციებში ეფექტიანი და ეფექტური მართვისა და განვითარების სისტემების დანერგვას. ორგანიზაციული ცვლილებების და ტრანსფორმაციის პროცესების დაგეგმვას და განხორციელების პროცესში აქტიურ მხარდაჭერას. ორგანიზაციული სისტემების დიაგნოსტირებას და მათი განვითარების ყველაზე ეფექტიანი გზებისა და გადაწყევტილებების შემუშავებას.

სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში პირველადი საკონსულტაციო სერვისის მიღების დეტალებთან დაკავშირებით თვალი ადევნეთ კომპანიის ფეისბუქზე გამოქვეყნებულ ხშირად დასმული შეკითხვების - Q&A-ს კომუნიკაციას : http://bit.ly/დამატებითიკითხვები

#HICDC4business
#HICDCbusinesscontinuity
#HICDC4sustanablebusiness
#MYHICDC
#HICDCWECARE


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა