თეგებით ძიება
22. 03. 2020 ბიზნესი

#დარჩისახლი - პორტალი მათთვის ვინც უმუშევარი დარჩა

რას ემსახურება პორტალი fastjobs.ge?
ქვეყანაში არსებული ვითარების გამო ბევრი ადამიანი დარჩა ჩვენ გარშემო შემოსავლის გარეშე. fastjobs.ge შეიქმნა სწორედ იმ ხალხის დასახმარებლად, ვინც კორონა ვირუსის გამო დაკარგეს სამსახური და ყოველდღიური შემოსავალი.

როგორ მუშაობს საიტი?
ფლატფორმა საშუალებას აძლევს ნებისმიერ ადამიანს დარეგისტრიდეს საიტზე, დაწეროს რისი კეთება შეუძლია, თარგმნა, პრეზენტაციის მომზადება, დიზაინი, დეველოპმენტი და ა.შ. და დაუკავშირდეს პოტენციურ დამსაქმებელს.

ჩვენს ქვეყანაში ბევრია ისეთი კომპანია რომელიც ფრილანსერებთან მუშაობს, ასეთ კომპანიებს შეუძლიათ ჩაერთონ ჩვენს პროექტში და დროებით დაასაქმონ დაზარალებული ადამიანები.

როგორია გამოხმაურება ამ ეტაპისთვის?
ამ ეტაპზე დაინტერესება შეიძლება ითქვას რომ დიდია, როგორც ფიზიკური პირების ისე კომპანიებისა თუ ბანკების მხრიდან. გვთავაზობენ თანამშრომლობას, პარტნიორობას რომ რაც შეიძლება ბევრ ადამიანს მივაწვდინოთ ხმა.

ასევე გამოგვეხმაურა რამდენიმე მოხალისე რომლებიც მზად არიან სრულიად უსასყიდლონ გაუწიონ მომსახურება როგორც ფიზიკურ პირებს ისე კომპანიებს.
ამ ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანია ყველამ გაიგოს პორტალის შესახებ და მივცეთ მათ დასაქმების შესაძლებლობა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა