თეგებით ძიება
25. 03. 2020 ბიზნესი

H4H - ადამიანები ადამიანებისათვის!

განვითარებული მოვლენების ფონზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნები, მათ შორის საქართველოც COVID 19 ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ ყოველდღიურად იბრძვის. პანდემიის ფონზე განვითარებულმა მოვლენებმა მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დააყენა კომპანიები მათი ბიზნეს უწყვეტობის მიმართულებით.

რიგ კომპანიებს ჯერ კიდევ აქვთ რესურსი, რათა თანამშრომლებს შეუნარჩუნონ დასაქმების პირობები უცვლელად, თუმცა არიან კომპანიები, რომელთა ბიზნეს მოდელი მათ არ აძლევთ ამის საშუალებას. შესაბამისად გარკვეულ ბიზნეს კომპანიებსა და დამსაქმებლებს მიმდინარე ფინანსური თუ სხვა სახის კრიზისის ფონზე უწევთ შრომითი ურთიერთობების დროებით შეჩერება ან შეწყვეტა. ყველას გვესმის, რომ ეს არის და იქნება შეუქცევადი პროცესი.

HR პროფესიონალების, ისევე როგორც სხვა დარგის ექპერტებისა და პროფესიონალების, პროაქტიული მოქმედება ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია, რათა თითოეული კომპანიის გარშემო გავერთიანდეთ, საბოლოოდ კი დავეხმაროთ თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც ამჟამად ამას ყველაზე მეტად საჭიროებს!

კამპანია H4H - Humans for Humans აერთიანებს HR და ორგანიზაციული განვითარების პროფესიონალებს, სხვადახვა დარგის ექსპერტებს, რეკრუტინგულ, საკონსულტაციო და ედვაიზერულ ორგანიზაციებს გამოცდილების გაზიარებისა და დასაქმების ხელშეწყობის მიმართულებით ყველა შესაძლო რესურის ერთად მობილიზების და რაც ყველაზე მთავარია - სწრაფი და მოქნილი სისტემის შექმნის მიზნით.

კამპანიის არსი, მიზანი და მიმართულებები

1. ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება (KNOWLEDGE SHARING) - გამოცდილებისა და ცოდნების გაზიარება, ისევე როგორც სხვადასხვა ტიპის სერვისების მიწოდება - პანდემიის მიზეზით შექმნილ გამოწვევებთან მაქსიმალურად ეფექტიანად გამკლავების მიზნით.

2. ადამიანების ტრანსფერი/ დასაქმების ხელშეწყობა (PEOPLE TRANSFER) - კომპანიების დახმარება იმ ადამიანების დასაქმების ხელშეწყობაში (ორი დაინტერესებული მხარის დაკავშირებითა და მონაცემების გაზიარებით), რომლებთანაც დროებით (ან სრულად) შეჩერდა ან შეწყდა თანამშრომლობა.

შესაძლებლობები:
* HR პროფესიონალებს, რომლებსაც უწევთ თანამშრომელთა გათავისუფლება, ექნებათ წვდომა საჭირო კონსულტაციებზე, ტრენინგებსა და გამოცდილების გაზიარებაზე.
* კომპანიები, რომლებსაც უწევთ თანამშრომელთა გათავისუფლება, მიიღებენ წვდომას გაზიარებულ ბაზაზე, რის შედეგადაც მათ შეეძლებათ ღირსეულად, მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით გაათავისუფლონ თანამშრომლები დაკავებული პოზიციებიდან ისე, რომ მათ სამომავლო დასაქმებაზეც იზრუნონ.
* კომპანიები, რომლებიც ახალი თანამშრომლების ძიებაში არიან, მიიღებენ წვდომას გაზიარებულ ბაზაზე, რის შედეგადაც მათ შეეძლებათ მიიღონ ახალი თანამშრომლები.
* ადამიანებს, რომლებმაც დაკარგეს სამსახური, ექნებათ წვდომა ახალ შესაძლებლობებსა და “კეთილდღეობის პროგრამაზე”..

საკონტაქტო ინფორმაცია:
[email protected]
+995 577 60 50 88


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა