თეგებით ძიება

"ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი ალექსანდრე მოწერელია ამომრჩეველთა მოსყიდვას ახორციელებს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიციის \'\'ძალა ერთობაშია\'\' ლიდერის თამარ კორძაიას განცხადებით \'\'ქართული ოცნების\'\' აბაშის, მარტვილის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ალექსანდრე მოწერელიამ საკუთარ სამაჟორიტარო ოლქში ამომრჩეველთა მოსყიდვა დაიწყო. „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ალექსანდრე მოწერელია თავის სამაჟორიტარო ოლქში, სამ სოფელში - გურძევი, მეურნეობა და ამომრჩეველთა მოსყიდვას ახორციელებს, კერძოდ ის მოქალაქეების რელიგიური გრძნობებით მანიპულირებს და წინასაარჩევნოდ სამივე სოფელში ეკლესიების მშენებლობას დაჰპირდა, სამშენებლო მასალები მიიტანა და მშენებლობა დაიწყეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 164-ე პრიმა მუხლის თანახმად ამომრჩევლის მოსყიდვა დანაშაული და დასჯადი ქმედებაა. გვაქვს ვიდეო მასალა, რომელსაც მედია საშუალებებს მოგაწვდით.
ასევე, საგამოძიებო ორგანოებს ვურჩევ ეს მასალები დეტალურად შეისწავლონ და გამოძიება დაიწყონ ალექსანდრე მოწერელიას მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტთან დაკავშირებთ\'\' - განაცხადა თამარ კორძაიამ

წყარო:newposts.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა