თეგებით ძიება

“რა ჯანდაბად მინდა! თავის მიერ არის გაკეთებული“ - გია ვოლსკი დოლიძის ბრალდებას პასუხობს

დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის დამოუკიდებელი მაჟორიტარობის კანდიდატი ანა დოლიძე „ქართული ოცნების“ ერთი-ერთი ლიდერის, გია ვოლსკის, საარჩევნო შტაბს ადევნებასა და მისი კამპანიის თვალთვალში ადანაშაულებს. დოლიძე ფაქტის გამოძიებას, ორგანიზატორების გამოვლენას და საქმეზე მის დაზარალებულად ცნობას ითხოვს.
ვოლსკის განცხადებით, ბრალდება მისი შტაბის წევრების ადევნების თაობაზე, იუმორისტულია. ირწუნება, რომ ასეთ რამეს არ იკადრებს და ის პოლიტიკური მოწინააღმდეგის მიმართაც კი ლოიალურია.

“რა სისულელეა და როგორ შეიძლება ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანმა ასეთი რამ დაუშვას ან რაში შეიძლება დამჭირდეს?! იქნებ თავის მიერ არის გაკეთებული, რომ მერე ჩემზე ილაპარაკოს, რომ მე მას ვავიწროვებ“, - აღნიშნა ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მან აქვე დასძინა, რომ ცუდად უყურებს ადამიანს, ვინც სულელური და უსაფუძვლო ბრალდებებით მისი პიროვნების დამცირებას ცდილობს.

გთავაზობთ ანა დოლიძეს განცხადებას უცლელად:

“ჩემი კამპანიის თითოეულ შეხვედრას თან სდევს თვალთვალი და ვიდეო გადაღება გია ვოლსკის და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მიერ. მაქვს კონკრეტული ფაქტები, ფოტოები ხალხის, ე.წ. ასინეთების, რომელიც დაქირავებული ჰყავს გია ვოლსკის შტაბს და „ქართულ ოცნებას“ იმისთვის, რომ უთვალთვალონ ჩვენს კამპანიას და გადაიღოს ყველა მოქალაქე, რომელიც ჩვენს შეხვედრაზე დადის. ჩემს ყველა ბოლო შეხვედრაზე ადგილი აქვს მსგავს გადაღებას და თვალთვალს, ეს ფაქტები დაფიქსირებული გვაქვს. მოვითხოვ ადევნების მუხლით გამოვლინდეს ამ სისტემატური თვალთვალის მონაწილეები, ეს ქალბატონი ასინეთები. გამოვლინდეს და დაისაჯოს ორგანიზატორი და მე მცნონ დაზარალებულად იმისთვის, რომ შევძლო და მოვითხოვო, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება წინ წავიდეს. თქვენ იცით, რომ გამოძიებამ წერეთლის 105-ში მომხდარ თავდასხმაზე არანაირი შედეგი არ დადო, შესაბამისად, მე მინდა მოვითხოვო, რომ ადევნების ნაწილში მცნონ დაზარალებულად“,- განაცხადა ანა დოლიძემ.

წყარო:newposts.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა