თეგებით ძიება

“ჩემი უბნელი ბიჭი სიგიჟემდე მიყვარდა, მისი ყურადღების მიპყრობა მინდოდა და მის თვალწინ ძალით წავიქეცი… მან კი ისეთი რამ გააკეთა გაოგნდებით…”

სოციალური ქსელის ერთ-ერთ ჯგუფში სახალისო ამბავი გავრცელდა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

3 წლის წინ ერთი ჩემი უბნელი, ხულიგანი ბიჭი შემიყვარდა. უსაქმური იყო, მთელი დღე ბირჟაზე ათენ-აღამებდა. ცოტ-ცოტას კაიფობდა და ისეთი შთაბეჭდილება გექმნებოდა, ქალები საერთოდ არ აინტერესებდა…

მე კი მაინცდამაინც მას დავადგი თვალი და ისე შემიყვარდა, მზად ვიყავი, მისი გულისთვის მთელი ქვეყანა მომედურებინა. ბევრი ვეცადე, მაგრამ მისი ყურადღება ვერაფრით მივიქციე. დედამისი შინაურულ წამლებს აკეთებდა და ერთ ღამით, იმ მიზეით, რომ კუჭის წყლული მაწუხებდა და წამალი მჭირდებოდა, შინ მივაკითხე. ვოვაც სახლში იყო და ტელევიზორს უყურებდა. დედამისმა ყავა შემომთავაზა და აბა, უარს როგორ ვეტყოდი? საუბარშიც ავიყოლიე და მთელი 2 საათი მისი ბინიდან ფეხი არ მოვიცვალე.

ვითომც აქ არაფერიო, ვოვას ჩემკენ არც გამოუხედავს. აღარც სამსახურში წასვლა მინდოდა, აღარც ჭამა, აღარც მეგობრები… ყველაფერი სულერთი გახდა, ვოვას გარდა. იმ ზამთარს თბილისში დიდი ყინვა იყო. დილით, სამსახურში მიმავალმა მეზობლის ბავშვი შევნიშნე, რომელიც ველოსიპედით სეირნობდა. ვთხოვე – დამსვი-მეთქი. ბავშვს გაუკვირდა, მაგრამ მაშინვე დამითმო. მოვაჯექი ველოსიპედს და სწორედ ბირჟისკენ გავემართე, – იქნებ ვოვას დავენახე და ასე მაინც მიმეპყრო მისი ყურადღება. ბიჭებს ბირჟაზე კოცონი დაენთოთ და ხელებს ითბობდნენ. მივუახლოვდი თუ არა, მკვეთრად დავამუხრუჭე, ველოსიპედი მოცურდა, ძირს გადმოვვარდი და ველოსიპედი ზედ დამემხო. ფეხი ვიღრძე. ბიჭები მომცვივდნენ, ამაყენეს, პალტოს მიფერთხავდნენ, მანუგეშებდნენ. მე კი მათ შორის ვოვას ვეძებდი თვალით, მაგრამ ვერ აღმოვაჩინე. ცეცხლისკენ გავიხედე და რას ვხედავ? მარტო დარჩენილი ისევ იქ დგას და ხელებს ითბობს გამწარებული. კოჭლობით წავედი სამსახურში. იმ ღამით, გვიან, ტელეფონმა დარეკა.

ყურმილი ავიღე და ვოვას ხმა გავიგონე: – გოგო, ადამიანურად არ შეგიძლია, სიყვარული ამიხსნა? ტელეფონი მაინც ხომ არსებობს ამ დალოცვილ XXI საუკუნში, რომ დამირეკო და მითხრა, გიყვარვარო? – ყურმილი დავახეთქე და სიმწრისგან მთელი ღამე ვერ დავიძინე. იმ დღის შემდეგ ჩვენი ურთიერთობა სხვაგვარად წარიმართა. დღეს შეყვარებულები ვართ და მალე ალბათ უსაქმური კაცის ცოლი გავხდები. არავინ იცის, ღირს კი რისკად ასეთი კაცის ცოლობა?


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა