თეგებით ძიება

აშშ-ში, ძლიერი ქარიშხლების შედეგად სულ მცირე ოთხი ადამიანი დაიღუპა

აშშ-ში, შაბათ-კვირას მომხდარი ძლიერი ქარიშხლების შედეგად სულ მცირე ოთხი ადამიანი დაიღუპა. მრავლობითმა ტორნადოებმა და ქარბორბალებმა 6 შტატი მოიცვა. ინფორმაციას abcnews-ი ავრცელებს.

შაბათიდან კვირა დღის შუადღემდე, 38 ქარბორბალა დაფიქსირდა არკანზასში, ჯორჯიაში, ლუიზიანაში, მისისიპში, ჩრდილოეთ კაროლინასა და ტეხასში.

მისისიპის შტატში გარდაცვლილია 2 ადამიანი, ამის შესახებ შტატის გუბერნატორმა განაცხადა. ამასთან, მისი განმარტებით სტიქიის შედეგად 10-მდე ადამიანი დაშავდა.

1 ადამიანი დაიღუპა ტეხასის შტატში და კიდევ ერთი სამხრეთ კაროლინაში. არიან დაშავებულებიც.

მედიის ცნობით, ათიათასობით აბონენტი ელექტროენერგიის გარეშე რჩება. ამ ეტაპისთვის, ქარიშხლების შედეგად მიყენებული ზარალის დათვლა მიმდინარეობს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა