ბოლნისში, ორი მოზარდის დაღუპვის შემდეგ დაწყებული დაპირისპირების შედეგად ცხრა ადამიანი დაშავდა
ბოლნისში დაპირისპირების შედეგად 9 ადამიანი დაშავდა - ყველა მათგანი კლინიკაშია გადაყვანილი.
ცნობილია, რომ დაშავებულთაგან რვა ქართველია, ერთი კი აზერბაიჯანელი.
მარნეული-ბოლნისის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა, რომელსაც ორი მოზარდი ემსხვერპლა, რამდენიმე საათის წინ მოხდა. მომხდარს ადგილზე სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.
შსს-ს ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი დაკავებულია და მიმდინარეობს გამოძიება.