ვიზის ასაღებად მოსული ავღანეთის მოქალაქეები ჭყლეტაში მოყვნენ-დაიღუპა 15 და მძიმედ დაშავდა ათეულობით ადამიანი
ავღანეთში, მას შემდეგ, რაც ათეულ. ათასობით ადამიანი პაკისტანის ვიზის ასაღებად შეიკრიბა, ჭყლეტის შედეგად კი 15 ადამიანი გარდაიცვალა. აღნიშული ფაქტი ჯალალაბადში მოხდა, რომლის დროსაც 11 ქალი და 4 მამაკაცი დაიღუპა- გავრცელებული ინფორმაციით, მათ ასობით ადამიანმა გადაუარა სხეულზე, რა დროსაც რამდენიმე მათგანმა სხეულის მძიმე დაზიანების შედეგად სიცოცხლე საავადმყოფოში დაასრულად. ათეულობით ადამიანი კი ჭყლეტაში მძიმედ დაშავდა.
ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლების თქმით, საფეხბურთო სტადიონზე შეიკრიბა 3000 ავღანელი, რომლებიც ცდილობდნენ პაკისტანში გასამგზავრებელი ვიზის აღებას. საავადმყოფოს პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ მსხვერპლები ფეხქვეშ გათელეს მაშინ, როდესაც ისინი სტადიონიდან გასვლას ცდილობდნენ.
რეალურად კი სტადიონზე ათობით ათასი ადამიანი მოვიდა, რის გამოც დატრიალდა აღნიშნული უბედური შემთხვევა და მოხდა ჭყლეტა.
პაკისტანის საკონსულომ 7 თვიანი პაუზის შემდეგ პირველად განაახლა ვიზების გაცემა ავღანელ მოქალაქეებზე.
წყარო:newposts.ge