თეგებით ძიება
22. 10. 2020 მსოფლიო

"ირანმა და რუსეთმა ამერიკელი ამომრჩევლის პირადი ინფორმაციები მოიპარეს" - გამოძიების ფედერალური ბიურო

რაც უფრო ახლოვდება საარჩევნო პერიოდი აშშ-ში, მით მეტი საფრთხე დგას იმისა, რომ მასშტაბური ჰაკერული თავდასხმის ობიექტები გახდნენ, მოქალაქეები და მათი პირად ინფორმაციაზე გარეშე ძალებმა დაამყარონ კავშშირი.

ამერიკის ეროვული დაზვერვის დირექტორის განცხადებით, რუსეთი და ირანი უკვე აქტიურად ცდილობენ არჩევნებში ჩარევას. მისი განცხადებით, აღნიშნული ორი ქვეყნის სპეცსამსახურებმა ამერიკელ ამომრჩეველთა რეგისტრაციის შესახებ გარკვეული ინფორმაცია მოიპოვა. შიშობენ, რომ შესაძლებელია მათი გავრცელება ქაოსის გამოწვევის მიზნით.

დაზვერვის დირექტორის, ჯონ რეტკლიფის თქმით, ირანიდან ამერიკელ მოქალაქეებს მუქარის შემცველი წერილები უკვე დაეგზავნა. აღნიშნული შეტყობინებები უკვე მიიღეს, როგორც რესპუბლიკელმა, აგრეთვე დემოკრატმა ამომრჩევლებმა.

დაზვერვის სამსახურში აცხადებენ, რომ ამომრჩევლებზე ინფორმაცია რუსებსაც აქვთ მოპოვებული.

წყარო:newposts.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა