თეგებით ძიება

მიუღებელია მთელი ეს ეპოპეა, რაც თან სდევს მედიის მფლობელებზე ზეწოლას - წერეთელი

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის მაჟორიტარობის კანდიდატი, გიგი წერეთელი, „ტვ პირველის“ მფლობელზე მუქარას ეხმიანება.
წერეთლის თქმით, დიდი ხანია მიდის მედია მფლობელებზე ზეწოლა და ეს პროცესი უკვე პირდაპირ მუქარაზე გადავიდა.

წერეთელმა აღნიშნა, რომ ეს ფაქტი სასწრაფოდ უნდა იყოს გამოძიებული და არავის აღარ უნდა მოუნდეს ამგვარი საქციელის განმეორება.

“აბსოლიტურად მიუღებელია მთელი ის ეპოპეა, რაც თან სდევს „ტვ პირველის“ მფლობელებზე ზეწოლას, დაშინებას, უკვე კარგა ხანია ეს პროცესი მიდის და ახლა უკვე გადავიდნენ პირდაპირ მუქარაზე.

მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან დიდ ჩრდილს აყენებს მთელ საარჩევნო პროცესს და ასევე ბუნებრივია, იმ ვითარებას, რაც არის დღეს საქართველოში ამ პერიოდში და აბსოლიტურად მიუღებელია როდესაც მედიის მფლობელებზე ამგვარი ზეწოლაა, ეს ფაქტი უნდა იყოს გამოძიებული არავის აღარ უნდა მოუნდეს ამგვარი საქციელის განმეორება. ეს არის დღეს მთავარი ამოცანა.“ - განაცხადა წერეთელმა.

წყარო:newposts.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა