თეგებით ძიება
22. 10. 2020 მსოფლიო

მეცნიერების უნიკალური მიღწევა- წლის ბოლოდან დაიწყება თერაპია, რომელიც ბრმა ადამიანებს მხედველობას ნაწილობრივ აღუდგენს

ამერიკელმა მეცნიერებმა გამოიყენეს გენური თერაპია ბრმა თაგვებში მხედველობის ნაწილობრივ აღსადგენად. ამავე წლის ბოლოსთვის აღნიშნული ტექნოლოგიით იგეგმება კლინიკური კვლევების დაწყება ადამიანებზეც.

მკვლევართა განცხადებით, ამ პროცესში განსაკუთრებით დიდი მნიშნველობის მქონეა მანათობელი მგრძნობიარე ცილა, სახელად MCO1 ospin, რომელიც უზრუნველჰყოფს მხედველობის აღდგენის პროცესს თვალების უკან არსებულ უჯრედებზე. ე.წ ბიპოლარული უჯრედები, რომლებიც თვალებზე გავრცელებული დაავადებების შემთხვევაშიც კი ჯანმრთელი და უვნებელი რჩება, წარმოადგენს სინათლის აღქმისა და მხედველობის უმნიშვნელოვანეს ნაწილს.

ამერიკული კომპანიიის, ნანოსკოპის მიერ ჩატარებული ცდებიდან გამოჩნდა, რომ სრულიად ბრმა თაგვებბმა, რომელთაც არ გააჩნდათ სინათლის აღქმა, მკურნალობის პროცესის შემდეგ თვალის ბადურასთან დაკავშირებული მხედველობის ფუნქციები აღიდგინეს მკურნალობის შემდეგ.

ლაბორატორიული კვლევებით დადასტურდა, რომ სრულიად ბრმა თაგვებმა შეძლეს დაენახათ სილუეტების დონეზე გამოსახულებები. გავრცელებული ინფორმაციით, ხანში შესულ ადამიანებს აღნიშნულ თერაპიას თვალზე ინექციის სახით ჩაუტარებენ.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა