თეგებით ძიება

ეს არის ჩეულებრივად ხელისუფლების მიერ დაგეგმილი აქცია, რომელშიც იყენებენ ასეთ ელემენტებს, როგორიცაა ქართული მარში, პროპუტინური მოძრაობა - შელია

ევროპული საქართველოს წევრის, ბათლომე შელიას თქმით, ზუგდიდში, ქართული მარშის წევრებმა ულტიმატუმი წამოუყენეს მათ და მოითხოვეს გიგი უგულავასთან შეხვედრა.

„ამ წუთებში მთავრდება იმ ულტიმატუმის დრო, რომელიც ბატონმა შიხიაშვილმა წამოგვიყენა, დაგვიბარა, რომ მოვა და მას დავახვედროთ გიგი უგულავა, დაანონსებული მოვარდნის ქრონიკა გვაქვს პრაქტიკულად. ველოდებით, წუთი-წუთზე ალბათ უნდა გამოჩნდნენ, ეს არის ჩეულებრივად ხელისუფლების მიერ დაგეგმილი აქცია, რომელშიც იყენებენ ასეთ ელემენტებს, როგორიცაა ქართული მარში, პროპუტინური მოძრაობა. ყველაფერი გუშინ დაიწყო, მაშინ როდესაც მათ განაცხადეს, რომ გიგი უგულავა და ჩვენ არ უნდა ვყოფილიყავით გუშინ მიმდინარე მოვლენებში ჩართული, თუმდაც მაყურებლის პოზიციიდან.

იმ ფონზე რაც ხდებოდა გუშინ, ჟურნალისტები იყვნენ დაინტერესებული გიგი უგულავას პოზიციით ხოლო ყოველი კომენტარი შემდეგ მათი მხრიდან უზრდელური რეპლიკები ისმოდა, რომელიც ბოლოს შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა და ამ ყველაფრი ფონზე, დღეს ქართული მარშის წარმომადგენლები, შიხიაშვილისა და ბრეგაძის მეთაურობით, მოდიან ჩვენ ოფისში და სურთ გიგი უგულავასთან შეხვედრა, გვიყენებენ ულტიმატუმებს.“ - განაცხადა ბათლომე შელიამ.

წყარო:newposts.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა