პარტია „რეფორმერის“ გენერალური მდივანი, მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ანი ჯაფარიძე: კორონაპანდემიის ეკონომიკური ეფექტი საქართველოზე მძიმედ აისახება
პარტია „რეფორმერის“ გენერალური მდივანი, მთაწმინდის მაჟორიტარის დეპუტატობის კანდიდატი ანი ჯაფარიძე საქართველოს საერთაშორისო ვაჭრობასა და ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების შემოსვალაზე კორონაპანდემიის ნეგატიურ გავლენებზე ეკონომიკურ ანალიზს აქვეყნებს. როგორც ანი ჯაფარიძე აცხადებს, ინვესტიციების შემცირების ტენდენცია უკანასკნელ წლებში ისედაც მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენდა საქართველოს ეკონომიკისათვის. კორონაპანდემიის დაწყების შემდეგ ეს რისკები კიდევ უფრო აქტუალური გახდა.
ანი ჯაფარიძე: კორონაპანდემიის ეკონომიური ეფექტი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საერთაშორისო ვაჭრობაზე. იმის მიუხედავად, რომ შეზღუდვები არ დაწესებულა საერთაშორისო ვაჭრობაზე, მაღალი რისკის მქონე ქვეყნებში ეკონომიკური პრობლემები პირდაპირ იქონიებს გავლენას მათ პარტნიორებზეც.
საქართველოს ახლო ეკონომიკური ურთიერთობა აკავშირებს ევროკავშირთან, რომელიც საექსპორტო ბაზრის 1/3-ს წარმოადგენს. ექსპორტში აზერბაიჯანის წილი, იმის მიუხაედავად, რომ გადაადგილება შეიზღუდა, თუმცა სასაქონლო სავაჭრო ბრუნვა არ შეწყვეტილა 2020 წლის იანვარ-თებერვალში ექსპორტის 17,2% -ია, იანვარ- თებერვალში ჩინეთში დაწყებული კორონაპანდემიის მიუხედავადა ჩინეთის წილი ექსპორტში 12,4%-ია, დროის იგივე მონაკვეთში რუსეთის წილი 11,5%-, რუსეთი მაჩვენებლით მესამე ადგილზეა.
ინვესტიციების შემცირების ტენდენცია უკანასკნელ წლებში ისედაც მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენდა საქართველოს ეკონომიკისათვის. კორონაპანდემიის დაწყების შემდეგ ეს რისკები კიდევ უფრო აქტუალური გახდა. საქართველოში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების უმნიშვნელოვანესი წილი ევროკავშირზე მოდის. საქსტატის მონაცამებით ევროკავშირიდან შემოსული ინვესტიციები სრული ინვესტეციების 47.2% -ია, ჩინეთიდან - 3.2%.ია, ამერიკიდან 7.8% გასული წლის თხუთმეტ ყველაზე დიდ ინვესტორს შორისაა აშშ, ჩინეთი, იაპონია. ამ ქვეყნებში ვირუსის აფეთქების ეფექტი შეიძლება პირდაპირ გავრცელდეს საქართველოზეც.
ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გამკაცრება და კოვიდ19-ის ზემოქმედება ზღუდავს მოხმარებას, ტურიზმისა და ვაჭრობის ზრდას. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ 2021 წელს შესაძლებელი იქნება ამ მაჩვენებლის 4,5%-მდე გაუმჯობესება. შიდა მოთხოვნის ზრდას ხელს შეუწყობს შინამეურნეობებზე გაცემული საბანკო კრედიტების, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდა და გზავნილების საწყის დონეზე დაბრუნება. პროგნოზებით, ამონაგები საცალო ვაჭრობიდან და განათლების სექტორში მთავრობის დანახარჯების ზრდა 2020 წელს 1,1%-ით, ხოლო 2021 წელს 6,3%- ით გაზრდის მომსახურებას. აქედან 2021 წლის მონაცემები ტურიზმის სფეროში მოსალოდნელ გაუმჯობესებას ასახავს.
კორონაპანდემიის მიუხედავად, 2020 წელს პროგნოზირებულია მრეწველობის ზრდის 3,1%-იან ნიშნულზე შეჩერება მშენებლობისა და წარმოების ტემპის შენელების ფონზე, თუმცა 2021 წელს მოსალოდნელია 2,1%-ით ზრდა, მაღალი შედეგებით სამთო-მოპოვებით სექტორში. 2020 წელს პროგნოზირებულია სოფლის მეურნეობის დარგის მცირე კლება 0,7%-ით, ხოლო 2021 წელს 0,4%-თ ზრდა, დარგში განხორციელებული ინვესტიციების ზრდასთან ერთად.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მსოფლიო ეკონომიკის მიმოხილვის (WEO) ანგარიშის თანახმად, 2020 წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკა 5%-ით შემცირდება, 2021 წელს კი აღდგენა 5%-ის ტოლი იქნება; გრძელვადიან პერსპექტივაში IMF-ის პროგნოზი ოპტიმისტურია - 2022 წლისთვის ის 6%-იან ზრდას შეადგენს. 2020 წლის რვა თვეში საქართველოს ეკონომიკა 5.6%-ით შემცირდა, შესაბამისად იმისთვის, რომ IMF-ის პროგნოზი გამართლდეს, წლის ბოლო კვარტალში რეცესია 4%-ზე მეტი არ უნდა იყოს.
საქართველოს მთავრობამ სწორედ ამ მაჩვენებელზე დაგეგმა მომდევენო წლის ბიუჯეტი IMF-ის მსგავსად და 2021 წელს 5%-იან აღდგენას მოელის. ეს შედარებით უფრო ოპტიმისტური პროგნოზია, ვიდრე მსოფლიო ბანკის პროგნოზი, რომელიც 2021 წელს 4%-იან აღდგენას ელის - აცხადებს პარტია “რეფორმერის“ გენერალური მდივანი, მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ანი ჯაფარიძე.
წყარო:newposts.ge