ევროპული საქართველოს 4 პუნქტიანი მართვის სტრატეგია ხელშესახებ ეფექტს მოგვცემს 2 კვირაში - კალოიანი
ევროპული საქართველოს ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა აჭარის უმაღლეს საბჭოში, ვახტანგ კალოიანმა, ევროპული საქართველოს ეპიდემიის მართვის სტრატეგია წარადგინა, რომელიც 4 პუნქტს მოიცავს.
კალოიანის თქმით, ევროპული საქართველოს მართვის სტრატეგია, რომელიც მოიცავს ჯანდაცვის პირველად რგოლს, ჰოსპიტალურ სექტორს, საკარანტინე სივრცეების მართვასა და ეკონომიკურ მიმართულებას, ქვეყანას ხელშესახებ ეფექტს მისცემს 2 კვირაში.
„კოვიდის მზარდი სტატისტიკა საფრთხის ქვეშ აყენებს ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას. ამისათვის, ევროპული საქართველო გთავაზობთ კონკრეტულ გეგმას, რა ნაბიჯებიცაა გადასადგმელი ამ მიმართულებით:
სწრაფი რეაგირება - 112-ის და ოჯახის ექიმების ინტეგრირება მოხდეს ერთ ზარში. 112-ის მართვა უნდა განხორციელდეს ერთი ზარის პრინციპით, სადაც მოქალაქე დარეკვის შემდეგ მიიღებს სრულ ინფორმაციას და პირდაპირვე გადამისამართდება ოჯახის ექიმთან და მას არ დაჭირდება დამატებითი ზარების განხორციელება.
ეფექტური ზრუნვა - აუცილებელია ჰოსპიტალური საწოლების გაორმაგება, მათთვის დაფინანსების უზრუნველყოფა და კოვიდ და არაკოვიდ კლინიკების ერთმანეთისაგან გამოყოფა, რადგან პაციენტები, რომელთაც არ აქვთ კოვიდი, აუცილებლად უნდა ღებულობდნენ უსაფრთხო დახმარებას. ხელისუფლება ძალიან დიდ შეცდომას უშვებს, როდესაც კოვიდ და არაკოვიდ განყოფილებებს ერთმანეთთან აერთიანებს, რაც კატეგორიულად მიუღებელია. ასევე ხარისხიანი ტესტების საკმარისი რაოდენობით უზრუნველყოფა.
პრევენცია - საკარანტინო სივრცეებში მხოლოდ იმ ოჯახების გადაყვანა, რომელთაც არ შეუძლიათ თვითიზოლაცია სახლში და მოწყვლადი ჯგუფების მოთავსება კარანტინში, რათა მაქსიმალურად დავიცვათ ისინი ინფიცირებისაგან, რაც შეიძლება ყველაზე პრობლემური ნაწილი იყოს ჩვენი მოქალაქეებისათვის. რათქმაუნდა, ეს არის ნებაყოფლობითი ხასიათის.
ეკონომიკა - მოსახლეობისთვის მეტი რაოდენობის თანხის დატოვება, რათა ისინი გაუმკლავდნენ იმ ეკონომიკურ ზარალს, რომელიც გამოწვია ეპიდემიამ. გეგმა ეყრდნობა საპენსიო ფონდის ანარიცხების შეჩერებას, რაც უამრავ თანხას დაუტოვებს მოქალაქეებს. ასევე, გადასახადების შემცირება და სამსახურდაკარგული ადამიანებისთვის მათი რეალური ხელფასის 50%-ის გადახდას.
ამ 4 პუნქტიანი გეგმის განხორციელება შესაძლებელია ძალიან სწრაფად და ეფექტურად. ჩვენ 2 კვირაში გვექნება უკვე ხელშესახები ეფექტი და დარწმუნებული ვარ, რომ 1 ნოემბრის შემდეგ, ევროპული საქართველო და ოპოზიცირი კოალცია ბევრად უკეთ მართავს პანდემიას ვიდრე დღეს და უზრუნველყოფს ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას.“ - განაცხადა კალოიანმა.
წყარო:newposts.ge