თეგებით ძიება

დიდ მნიშვნელობას ვერ მივანიჭებდი - ტიკარაძე საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოღებაზე

ეს არის ცვლადი კომპონენტი, შეიძლება კვლავ ამოღებული ვიყოთ იმ რისკქვეყნებიდან, რომელშიც ჩვენ დღეს ან გუშინ ვიყავით შეყვანილი, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განცხადებით, ევროკავშირის მიერ საქართველოს „უსაფრთხო ქვეყნების“ სიიდან ამოღების საკთხზე კომენტირებისას განაცხადა.

„საქართველოს მოქალაქეს შეეზღუდება თუ არა მოგზაურობა, ამას კვლავ ევროკავშირი გადაწყვეტს. ჩვენ თუ დღევანდელი ჭრილით განვიხილავთ იმ მდგომარეობას, რაც ევროკავშირშია, ვნახავთ, რომ ძალიან ბევრი ევროპული სახელმწიფო დღეს ლოქდაუნზე საუბრობს, აქედან გამომდინარე, მე ამ გადაწყვეტილებას დიდ მნიშვნელობას ვერ მივანიჭებდი. ეს არის ცვლადი კომპონენტი, შეიძლება კვლავ ამოღებული ვიყოთ იმ რისკქვეყნებიდან, რომელშიც ჩვენ დღეს ან გუშინ ვიყავით შეყვანილი“, – განაცხადა ტიკარაძემ.

წყარო: newposts.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა