ნინო ბურჯანაძემ ხელმოწერების შეგროვება დაიწყო
,,ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, ხელისუფლებამ სასწრაფოდ გამოაცხადოს ფორსმაჟორი და ეროვნულმა ბანკმა მიიღოს გადაწყვეტილება, მოქალაქეებს შეუჩერდეს საბანკო სესხებზე პროცენტები, გაუქმდეს ჯარიმები და მოხდეს სესხების გადავადება". - განაცხადა ,,ერთიანი საქართველოს" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ, რომელმაც პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვება დაიწყო.
როგორც პარტიის პრესამსახურში განაცხადეს, პეტიციის ფარგლებში ხელმოწერების შეგროვება დღეს დაიწყო რუსთაველის მეტრო-სადგურთან და ის გაგრძელდება ყველა მეტრო-სადგურთან. ასევე აქცია გადაინაცვლებს ხალხმრავალ ადგილებში არამარტო დედაქალაქდი, არამედ საქართველოს ყველა ქალაქსა და რაიონში. პეტიციას ხელი პირველმა ,,ერთიანი საქართველოს" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ მოაწერა.
წყარო: newposts.ge