ქუთაისში "ევროპული საქართველოს" წევრის ავტომობილი დააზიანეს - ოპოზიციაზე პოლიტიკური ანგარიშწორება გრძელდება
პოლიტიკური ანგარიშსწორება ოპოზიციაზე - ქუთაისში "ევროპული საქართველოს" წევრის ავტომობილი დააზიანეს.
ევროპული საქართველოს რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენლის, დავით გოგისვანიძის ინფორმაციით, დაზიანებულია მათი ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრის ავტომობილი, ჩამსხვრეულია მანქანის მინები.
პარტიაში მომხდარს პოლიტიკურ აქტივობას უკავშირებენ.
"ჩვენი აქტივისტის ავტომობილია. დილით ნახა, რომ ჩამსხვრეულია მინები, ეს, რა თქმა უნდა, უკავშირდება პოლიტიკური აქტიურობას. თბილისში ვიყავით აქციაზე და გუშინ ასეთი რამ მოხდა", - განაცხადა დავით გოგისვანიძემ.
მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
წყარო: newposts.ge