თეგებით ძიება

დაუშვებელია, კრიმინალებს გაუვიდეთ ხელყუმბარით სადმე შევარდნა, მძევლების აყვანა და შემდეგ სახელმწიფოსთვის ფულის გამოძალვა - კახიძე

ევროპული საქართველოს ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატი, ოთარ კახიძე, ზუგდიდის მოვლენებზე შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებას ეხამურება.

კახიძის თქმით, ასეთი ფაქტები ახალისებს მსგავს დანაშაულებს და მინისტრის განცხადება, რომ ოპერაცია იყო წარმატებული, არის წარმოუდგენელი განცხადება.

„გუშინ შს მინისტრმა წარმოუდგენელი რამ თქვა - ყაჩაღის მოთხოვნების დაკმაყოფილება ყოფილა თურმე წარმატებული ოპერაცია.

და 10 მილიონი იქნება თუ 100 მილიონი, მივცემთ ყველას, არ არის პრობლემაო...

დაუშვებელია, კრიმინალებს გაუვიდეთ ხელყუმბარით სადმე შევარდნა, მძევლების აყვანა და შემდეგ სახელმწიფოსთვის ფულის გამოძალვა.

ამგვარი ფაქტის დაშვება აგდებს საფრთხის ქვეშ ყველა მოქალაქეს, რადგან ახალისებს მსგავს დანაშაულს!

ასეთი ელემენტარული რამ ვისაც არ ესმის, როგორ შეიძლება შს მინისტრის თანამდებობას იკავებდეს?

ქვეყანა არის ასეთი მავნებელი იდიოტების მართვის ქვეშ.

იმედია, ცოტა ხანი დარჩა ამ კატასტროფის და მარაზმის დასრულებამდე.“ - განაცხადა კახიძემ

წყარო: newposts.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა