თეგებით ძიება

დამნაშავის დაჭერით ჟურნალისტებზე და ოპოზიციაზე მეტად მთავრობაა დაინტერესებული - ცქიტიშვილი

ზუგდიდში "საქართველოს ბანკის" დაყაჩაღებაში ბრალდებული პირის დაკავებით ჟურნალისტებზე და ოპოზიციაზე მეტად მთავრობა და სამართალდამცავი სტრუქტურები არიან დაინტერესებულნი - ამის შესახებ მედიას ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განუცხადა.
"სხვა თუ არაფერი, გუშინწინ მოხდა ეს დანაშაული, თქვენ ნახეთ, რომ რეაგირება პირველი ნაწილი განოხორციელდა. ახლა მიმდინარეობს ძალიან აქტიური საგამოძიებო მოქმედებები. ყევლა ასეთ ფაქტს სჭირდება გამოძიებაც, რეაგირებაც და დროც. დარწმუნებული ვარ, რომ ჟურნალისტებზე ან ოპოზიციაზე ბევრად უფრო უშუალოდ სამართალდამცავი სტრუქტურები და მთავრობაა დაინტერესებული, რომ მოხდეს დამნაშავის დაკავება", - ცქიტიშვილი.

წყარო: newposts.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა