თეგებით ძიება

ვინც იძახის, რომ სპეცრაზმი არაფხიზელ მდგომარეობაშია, ის არის ნარკომანიც და არაფხიზელ მდგომარეობაშიც - ზვიად ხარაზიშვილი

"ვინც მა­გას ამ­ბობს, ის არის თვი­თონ ნარ­კო­მა­ნიც და არა­ფხი­ზელ მდგო­მა­რე­ო­ბა­შიც", - ასე ეხ­მა­უ­რე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბულ და­ვა­ლე­ბა­თა დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი, ზვი­ად ხა­რა­ზიშ­ვი­ლი პრე­ზი­დენტ ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის

გან­ცხა­დე­ბას, რომ "სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ძა­ლე­ბი აშ­კა­რად ნარ­კო­ტი­კუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბი­ან“.

ზვი­ად ხა­რა­ზიშ­ვი­ლის თქმით, ყვე­ლა იტყუ­ე­ბა, ვინც ამ­ბობს, რომ სპეც­რაზ­მი არა­ფხი­ზელ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია.

"მა­გას ვინც იძა­ხის, რომ სპეც­რაზ­მი არა­ფხი­ზელ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია, არას­წო­რი ხალ­ხია. ყვე­ლა იტყუ­ე­ბა მა­გას. მო­იყ­ვა­ნონ რო­მე­ლია არა­ფხი­ზე­ლი, რე­ებს იტყუ­ე­ბით? ვინც მა­გას ამ­ბობს ის არის თვი­თონ ნარ­კო­მა­ნიც და არა­ფხი­ზელ მდგო­მა­რე­ო­ბა­შიც. ვინ პრე­ზი­დენტზე მე­ლა­პა­რა­კე­ბით?“, - გა­ნა­ცხა­და ზვი­ად ხა­რა­ზიშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, პრე­ზი­დენ­ტის გან­ცხა­დე­ბით, სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ძა­ლე­ბი აშ­კა­რად ნარ­კო­ტი­კუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბი­ან, რა­ზეც მათი ბრუ­ტა­ლუ­რო­ბა მე­ტყვე­ლებს.

"მათ ური­გე­ბენ "ამ­ფე­ტა­მინს“ თუ არ ვიცი, სხვა

ნივ­თი­ე­რე­ბებს, რაც მათ გამ­ძლე­ო­ბას გა­ნა­პი­რო­ბებს“,- გა­ნა­ცხა­და სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა France Inter-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში.

ambebi.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა