ჯაჭვლიანი კიდევ ერთი ადამიანია, ვინც ამხილა სისტემა, რომელიც წინასაარჩვნოდ დაფუძნებულია ზონდერებზე, ძალადობასა და მუქარაზე - კაპანაძე
ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე, სოსო ჯაჭვლიანის გუშინდელ ინტერვიუს ეხმაურება.
კაპანაძის თქმით, ჯაჭვლიანი კიდევ ერთი ადამიანია, ვინც ამხილა სისტემა, რომელიც წინასაარჩვნოდ დაფუძნებულია ძალადობაზე, ზონდერებზე, მუქარასა და ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე.
„სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოშლას ადასტურებს გუშინ გაკეთებული განცხადებები ჯაჭვლიანის მხრიდან, რომელიც კიდევ ერთი ადამიანია, ვინც ამხილა სისტემა. სისტემა, რომელიც მთლიანად არჩევნების წინ დაფუძნებულია ზონდერებზე, ძალადობაზე, მუქარაზე, ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე და ესეც არის კარგი დასტური იმისა, რომ ვერავითარ შემთხვევაში ივანიშვილი, რომელსაც მარტო ეს დარჩა შესათავაზებელი საზოგადოებისთვის, ხელისუფლებას ვერ შეინარჩუნებს.“ - განაცხადა კაპანაძემ.
წყარო:newposts.ge