თეგებით ძიება

არჩევნებზე მისვლა სრულიად უსაფრთხოა - ნათია მეზვრიშვილი

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, არჩევნებზე მისვლა სრულიად უსაფრთხოა. უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მან საზოგადოებას მოუწოდა, რომ თამამად მივიდნენ არჩევნებზე:
„როგორც მოგეხსენებათ, ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები გვიახლოვდება. წესებთან დაკავშირებით საკმაოდ აქტიურად იმუშავეს შესაბამისმა სამსახურებმა, ცესკომ და ეპიდემიოლოგებმა. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ არჩევნების პროცესში უსაფრთხოება იქნება სრულიად გარანტირებული. ეს წესები შემუშავდა ეპიდემიოლოგების რეკომენდაციებზე დაყრდნობით და როგორც დამკვირვებლებს ექნებათ უსაფრთხო გარემოში დაკვირვების შესაძლებლობა, ასევე ამომრჩეველს ექნება უსაფრთხო გარემოში არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. მაქსიმუმი გაკეთდა იმისათვის, რომ თითოეული ადამიანის ხმის მიცემის უფლება იყოს რეალიზებული მიუხედავად პანდემიისა. არჩევნებზე მისვლა არის სრულიად უსაფრთხო და მოვუწოდებთ მოქალაქეებს, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ“, - აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.

წყარო:newposts.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა