ბაიდენის გამარჯვება ჩინეთის გამარჯვებას ნიშნავს - ტრამპი
გამარჯვების შემთხვევაში, ბაიდენი ცუდ საქმეებს გააკეთებს, რადგან ის არ არის კარგი ბიჭი, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ნებრასკას შტატში მხარდამჭერებთან შეხვედრაზე განაცხადა.
ტრამპის თქმით, ბაიდენის გამარჯვება ჩინეთის გამარჯვებას ნიშნავს და ჩინეთი აშშ-ს დაეუფლება.
„ეს არჩევნები არის არჩევანი ტრამპის სუპერ აღდგენასა და ბაიდენის დეპრესიას შორის. ჩვენ ვაქცინის შექმნას შევძლებთ და ამ ყველაფერს თავიდან ავიცილებთ. ჩვენ ამ ვირუსს მოვიცილებთ. ეს მოხდება ძალიან სწრაფად. ჩვენ ვაპირებთ ჩვენი ქვეყნის დაბრუნებას და მთელი მსოფლიო დაბრუნდება, საშინელება მოხდა“ , – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე, დონალდ ტრამპი მიჩიგანს, ვისკონსინს და ნებრასკას ესტუმრა.
წყარო: https://1tv.ge/