თეგებით ძიება

"დინჯად, მაგრამ ჯიუტად ევროპისკენ" - თბილისში კახელებისა და ქიზიყელების საპროტესტო მსვლელობაა

აქციის 25-ე დღეს კახელები და ქიზიყელები თბილისში, ერეკლე II-ის მოედნიდან საქართველოს პარლამენტამდე აქცია-მსვლელობას ლოზუნგით - „დინჯად, მაგრამ ჯიუტად ევროპისკენ!“ მართავენ.

აქციის მონაწილეები ევროპული კურსის ცვლილებას აპროტესტებენ და ახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვენ. მსვლელობის საბოლოო გაჩერება ტრადიციულად რუსთაველის გამზირი იქნება. 

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მოსახლეობის მსგავსად, მათთაც სურთ ხელახალი არჩევნები.

„მე ძალიან მომწონს სხვადასხვა კუთხეების მიხედვით მსვლელობები. მართალია ყველა კუთხე ერთმანეთისგან განსხვავდებით - სიმღერით, სამზარეულო და ა.შ. მაგრამ ღირებულება ყველას ერთი გვაქვს. ჩვენ გვინდა ევროკავშირში, შესაბამისად, რაც მალე იქნება არჩევნები, მალე დამშვიდება სიტუაცია, ნაკლებად გაღარიბდება ეს ქვეყანა და ნაკლები ადამიანი დაზარალდება. ჩვენ აუცილებლად ევროკავშირის წევრები უნდა გავხდეთ!“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

ინფორმაციისთვის, მოქალაქეები „ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს. მათი მოთხოვნა უცვლელია - დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ პროტესტის დროს დაკავებული მოქალაქეები.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა