ეს განცხადებები არის კობახიძის, სუს-ის და შეშინებული ქართული ოცნების კრუნჩხვები - უგულავა კობახიძის განცხადებებზე
ევროპული საქართველოს ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატის, გიგი უგულავას თქმით, კობახიძის განცხადებები არის გადაფარვის მცდელობა ინ ანტისახელმწიფოებრივი ქმედების, რასაც ქართული ოცნება აპირებს ორშაბათს, ლოქდაუნის სახით.
„მას შემდეგ, რაც ჩვენ, ევროპულმა საქართველომ გავასაჯაროვეთ ქართული ოცნების, ივანიშვილის და გახარიას სრულიად ანტისახელმწიფოებრივი და არადამიანური გეგმა, რომ ორშაბათიდან ისინი აპირებენ ლოქდაუნს, ანუ ქვეყნის კვლავ ჩაკეტვას, ვითომ ჩვენ ჯანდაცვაზე ზრუნვით და კიდევ უფრო მეტად ეკონომიკის მოსპობას, მაგრამ სინამდვილეში ამის მიზეზი არის ის გასაჭირი, რაც ქართულ ოცნებას უდგას ამ არჩევნებზე, რომ მეორე ტურში მანუპულახცია მოახდინოს, ამის შემდეგ გამოდის ეს შეშინებული, შლეგი და ღლაპი ბავშვი, კობახიძე და იწყებს სრულ სიცრუეს და ბოდვას, მოგონილს მათ შტაბში.
ევროპულ საქართველოს არანაირი კვლევა არ დაუკვეთია IPM-თან, ეს არის კობახიძის და სუს-ის და შეშინებული ქართული ოცნების კრუნჩხვები, ისინი ემზადებიან არჩევნების გასაყალბებლად და მოიგონეს ამ, სრულიად ანტისახელმწიფოებრივი ქმედების, ლოქდაუნის საწინააღმდეგოდ ზღაპარი, სისულელე და ბოდვა, იმისთვის, რომ შემდეგ, მათი პროპაგანდისტული მანქანით გადაიტანონ საზოგადოების ყურადღება იმ რეალური პრობლემიდან, რის შექმნასაც ისინი აპირებენ ქვეყანაში.“ - განაცხადა უგულავამ.
წყარო:newposts.ge