ბოლო 24 საათში პოლონეთში კორონავირუსის 18 820 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
პოლონეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელი, 18 820 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსით 236 ადამიანი გარდაიცვალა.
პოლონეთის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ქვეყნის მაშტაბით საავადმყოფოები გადატვირთულია.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, პოლონეთში „კოვიდ-19“-ის 280 229 ადამიანი დაინფიცირდა, მათ შორის 4 615 პაციენტი გარდაიცვალა.