ზოდელავა "ქართულ ოცნებას": "თქვენ კარუსელს კი არა, ვერც სკამს ვერ დაატრიალებთ, ვერც ერთ საარჩევნო ოლქში"
გაერთიანებულო ოპოზიციის ფოთის ხობის და სენაკის მაჟორიტარობის კანდიდატი, მურთაზ ზოდელავა მტკიცებულებებს ასაჯაროებს და აცხადებს, რომ ხელისუფლება არჩევნების გაყალბებას ე.წ. კარუსელის მეთოდით აპირებს.
"გამოვავლინეთ რამდენიმე ათეული ადამიანი, რომლებიც არიან მიწერილი სხვის საცხოვრებელ ფართზე. ოჯახებში, სადაც მათ არ იცნობენ, მათი სახელი და გვარი არ გაუგიათ და ეს ხალხი არის გამზადებული მასალა კარუსელისთვის. ყველა ეს ადამიანი, არის იდენთიფიცირებული აბსოლუტურად, მათი ფოტოები მოპოვებული გვაქვს, და ყველა მათგანს ველოდებით იმ საარჩევნო უბნებთან, სადაც ეს ადამიანები არიან მიწერილი ხელოვნურად, კარუსელის დასატრიალებლად." -აცხადებს მურთაზ ზოდელავა.
ზოდელავამ მიმართა "ქართულ ოცნებას", რომ მიუხედავად მცდელობებისა, ისინი ვერანაირ კარუსელს ვერ დაატრიალებენ ვერც ერთ საარჩევნო ოლქში.
"თქვენ კარუსელს კი არა, ვერც სკამს ვერ დაატრიალებთ, ვერც ერთ საარჩევნო ოლქში".
წყარო:newposts.ge