თეგებით ძიება

ვგმობთ ძალადობას და ველოდებით საგამოძიებო დასკვნას - „ლელო“ ნატა ტალიკიშვილზე თავდასხმაზე

სამთავრობო მედიის ცნობით, ტრანსგენდერ ქალზე, ნატა ტალიკიშვილზე ძალადობის ფაქზე კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ პრტიული სიის 52-ე ნომერი, დავით ფერაძე დააკავეს. ის ანა დოლიძის პარტიის – „ხალხისთვის“ წევრია.

ფერაძის დაკავების ფაქტს ადასტურებენ პარტია „ლელოს“ პრესსამსახურში და აცხადებენ, რომ გმობენ ძალადობას და ელოდებიან საგამოძიებო დსკვნას. პოლიტკურ ზომებს კი ობიექტური გამოძიების შედეგების არსებობის შემდეგ მიიღებენ.

„გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით დეტალები ჩვენთვის ამ დრომდე უცნობია. როგორც სამართალდამცავი ორგანოებისგან ვიცით, ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.ისინი ახორციელებენ შესაბამის ღონისძიებებს და ჩვენც მათგან ველოდებით ინფორმაციას.

ცალსახად უნდა ითქვას რომ ვგმობთ ყოველგვარ ძალადობას და ძალოვან უწყებებს მოვუწოდებთ ფაქტის სასწრაფოდ და ობიექტურად გამოძიებისკენ, ჩვენც საზოგადოებასთან ერთად ველოდებით შესაბამის საგამოძიებო დასკვნას.

ჩვენ მზად ვართ მივიღოთ ყველა საჭირო პოლიტიკური ზომები, მას შემდეგ რაც ობიექტური გამოძიების შედეგები იარსებებს“, – აცხადებენ პარტიაში.

20 ოქტომბერს თბილისში თავს დაესხნენ ნატა ტალიკიშვილს. მისი თქმით, თავდამსხმელმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და თავში აგურის ნატეხი ჩაარტყა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში „პუბლიკას“ უთხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. ჩვენი ინფორმაციით, თავდამსხმელი დაკავებულია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა