რას ამბობს გახარია: გამოცხადდება თუ არა "სისტემური ლოქდაუნი" ?
პრემიერმინისტრი გიორგი გახარია კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ საქართველოში, ქვეყნის მასშტაბით ე.წ. „ლოქდაუნი“ აღარ გამოცხადდება, არამედ იქნება მხოლოდ წერტილოვანი, დროებითი, კონკრეტული მიზნებისთვის. ამით პრემიერმა „ევროპული საქართველოს“ ლიდერებს უპასუხა, რომლებმაც გაავრცელეს ინფორმაცია, რომ მათი ცნობით, არჩევნების მერე ხელისუფლება საყოველთაო კარანტინის გამოცხადებას გეგმავს.
"ბევრი იყო საუბარი წინასაარჩევნო კონტექსტში ლოქდაუნთან დაკავშირებით. ეს კიდევ ერთი მაგალითია, უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალა ან ძალები როგორ იყენებენ ჩვენი მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვან საკითხებს, იმისთვის რომ ამ მოკლე ვადაში რაღაც ხმები დააგროვონ.
ნებისმიერ ჩვენს გამარჯვებას ეპიდემისთან ბრძოლაში დღეიდან უკვე აქვს ფასი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მინიმალურ ზიანს მივაყენებთ ეკონომიკას. გადაივლის ვირუსი, დავამარცხებთ ეპიდემიას და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის აღდგენა იქნება პრიორიტეტი", - თქვა გიორგი გახარიამ.
წყარო:newposts.ge