თეგებით ძიება
02. 11. 2020 მსოფლიო

მსოფლიოში პირველი ოქროს სასტუმრო აშენდა (ფოტოები)

ვიეტნამის დედაქალაქ ჰანოიში მსოფლიოში პირველი ოქროს სასტუმრო აშენდა.

Hanoi Golden Lake-ის ინტერიერი და ექსტერიერი 24 კარატიანი ოქროთია მოპირკეთებული.

მსოფლიოში პირველი ოქროს სასტუმრო აშენდა (ფოტოები)


ოქროს სასტუმროში 25 სართული და 342 ნომერია. შენობის კედლები, რომლის ფართობი 5 000 კვ.მ. შეადგენს, დაფარულია იაპონიაში დამზადებული, ნამდვილი ოქროთი მოპირკეთებული კერამიკული ფილებით.



სასტუმროში ყველაფერი მოოქროვილია: ჰოლი, ავეჯი, სააბაზანო ოთახები, სანტექნია, აქსესუარები და ჭურჭელიც კი. სასტუმროს სახურავზე მდებარეობს ოქროს აუზი.





ოქროს სასტუმროში ცხოვრების ფასი 300 დოლარიდან იწყება. ასევე, შესაძლებელია აპარტამენტის ქირაობა, რომლის ფასიც 6400 დოლარია - კვადრატულ მეტრზე.



Hanoi Golden Lake- ის იფიციალური ვებ-გვერდი სტუმრებს სამეფო სტილის ელეგანტურობას სთავაზობს.







Hanoi Golden Lake მსოფლიოში პირველი სასტუმროა, რომლის ექსტერიერიც და ინტერიერიც 24 კარატიანი ოქროთი არის მოპირკეთებული, თუმცა ასეთი ფუფუნებისკენ მიდრეკილება სხვა სასტუმროებსაც აქვთ, მაგალითად, დუბაის სასტუმრო Burj Al-Arab-ში ლიფტი 22კარატიანი ოქროთი არის მოპირკეთებული, სასტუმროTrump International Hotel Las Vegas -ში ოქროსგან დამზადებული ფანჯრები, ხოლო Emirates Palace-ში მოოქროვილი ჭერი და კედლები.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა