თეგებით ძიება
10. 01. 2025 მსოფლიო

ჯონ კირბი აცხადებს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის არცერთი მხარე მოლაპარაკებებისთვის მზად არ არის

თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორი ჯონ კირბი აცხადებს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის არცერთი მხარე მოლაპარაკებებისთვის მზად არ არის.

კირბის ჟურნალისტებმა ჰკითხეს, არის თუ არა რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის მიერ დაწესებული ბოლო სანქციები სტრატეგიის ნაწილი, რომლის მიზანი ომის მოლაპარაკებების გზით დასრულებაა

საპასუხოდ, კირბიმ აღნიშნა, რომ ეს არ გაკეთებულა იმ მოლოდინით, რომ სანქციები ვაჭრობის მონეტა გახდებოდა.

„ეს არ გაკეთებულა იმ მოლოდინით, რომ სანქციები გახდება ვაჭრობის მონეტა, როდესაც უკრაინას მოუნდება ამ მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა. ახლა არანაირი მოლოდინი არ არსებობს, რომ რომელიმე მხარე მოლაპარაკებებისთვის მზადაა“, – განაცხადა კირბიმ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა