თავდასხმების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა - უკრაინის გენშტაბი
10 იანვარს, უკრაინის ფრონტზე 213 საბრძოლო შეტაკება მოხდა. მათი მესამედი პოკროვსკის მიმართულებით, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბი იუწყება.
„უკრაინელმა დამცველებმა შეაჩერეს აგრესორის 72 თავდასხმა და შეტევითი ქმედება პოკროვსკის მიმართულებით“, - ნათქვამია მოხსენებაში.
„10 იანვრის დღის განმავლობაში რუსეთის ფედერაციის დანაკარგებმა შეადგინა 1 570 ჯარისკაცი. უკრაინელმა სამხედროებმა, ასევე, გაანადგურეს - 10 ტანკი, 18 ჯავშანტექნიკა, 28 საარტილერიო სისტემა, 1 საჰაერო თავდაცვის მანქანა, 74 ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი, 61 მანქანა და 3 ერთეული სპეცტექნიკა.
გარდა ამისა, გასული დღის განმავლობაში თავდაცვის ძალების სარაკეტო ძალებმა და არტილერიამ დაარტყეს ორ საკონტროლო პუნქტს, ორ საზენიტო თავდაცვის სისტემას, ორ საბრძოლო საცავს და რუსი დამპყრობლების 2 ელექტრონულ სადგურს“, - აცხადებენ გენშტაბში.