თეგებით ძიება

ჩვენ გვაქვს ნებისყოფა და რწმენა, რომ მორალურად გავტეხოთ ივანიშვილი და მისი პოლიტიკური კლოუნების გარემოცვა - ბოკერია

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, ძალაუფლების უზურპაციის ხარისხი ივანიშვილის მხრიდან და ოპოზიციის ერთიანობა არის არგუმენტი, რომ მოხდეს ქვეყნისთვის საშიში, პოლიტიკურად მომაკვდინებელი რეჟიმის იზოლაცია.

„ყოველთვის, პირადად მეც და მთელი ევროპული საქართველოს გუნდიც ასეთ საკითხებში ძალიან დიდ მნიშნელობს ვანიჭებით საპარლამენტო ცხოვრებას, მონაწილეობას სახელმწიფო ინსტიტუტებში, როდესაც ხარ უმცირესობაში და ჩვენ გვაქვს გამოცდილება, როდესაც ძალიან მწარე მარცხი, არალეგიტიმური მეთოდებით მათ შორის მიგვიღია და ამის გამო, ან ემოციურად, ან იმის გამო, თუ რას იტყოდნენ ჩვენი ამომრჩევლები, არ შეგვშინებია ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც ჩვენ რადიკალურ მომხრეს შეიძლება არ მოსწონებია.

ამ შემთხვევაში, ხარისხი ძალაუფლების უზურპაციის ოლიგარქ ივანიშვილის მხრიდან, დაშინებით, მოსყიდვით და მანიპულაციებით და ოპოზიციის ერთიანობა არის უმნიშვნელოვანესი არგუმენტები იმისთვის, რომ ჩვენ მოვახდინოთ იზოლაცია ამ ჩვენი ქვეყნისთვის საშიში, პოლიტიკურად მომაკვდინებელი რეჟიმის და ადამიანის, რასაც ბიძინა ივანიშვილი ქვია.

სწორედ ამიტომ იქნა ერთსულოვანი გადაწყვეტილება მიღებული ბოიკოტზე ამ პარლამენტისა და ჩვენ გვაქვს ნებისყოფა და რწმენა, რომ მორალურად გავტეხოთ ეს კაცი და მისი პოლიტიკური კლოუნების გარემოცვა და რეჟიმი, რომელმაც საქართველოს თავს მოახვია ჩვენი ქვეყნისთვის უაღრესად საშიში ტენდენცია, სრული მონოპოლიზაციის ძალაუფლების, დაშინების, ძალადობის და მოსყიდვის.“ - განაცხადა ბოკერიამ.


წყარო:newposts.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა