თეგებით ძიება

პრაქტიკულად, ყველა ის მექანიზმი, რაც საფუძვლად ჰქონდა ამ არასამართლიან არჩევნებს, არის ნახსენები ეუთო/ოდირის დასკვნის თუნდაც პირველ აბზაცში - წერეთელი

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, გიგი წერეთლის თქმით, ეუთო/ოდირის დასკვნის პირველ აბზაცშიც ჩანს ყველა ის არასამართლიანი მეთოდი, რაც გამოყენებული იყო ამ არჩევნებზე.

წერეთელმა აღნიშნა, რომ ამომრცეველზე ზეწოლა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება არის იმგვარი საფუძველი, რომელიც იძლევა სერიოზულ დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას, რომ არჩევნები არანაირ სტანდარტს არ შეესაბამებოდა.

„რაც შეეხება საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლების დასკვნას, განსაკუთრებით კი ეუთო/ოდირის დასკვნას, ისე ხდება წარმოჩენა, რომ ყველაფერი ძალიან დადებითად და კარგად შეფასდა, რაც აბსოლუტურად არ შეესაბამება სინამდვილეს. პრაქტიკულად, ყველა ის მექანიზმი, რაც საფუძვლად ჰქონდა ამ არასამართლიან არჩევნებს, არის ამ დასკვნის თუნდაც პირველ აბზაცში, სადაც ნახსენებია ამომრჩეველზე ზეწოლა, ნახსენებია ადმინისტრაციული რესურსი, სადაც არის უნდობლობა საარჩევნო ადმინისტრაციებთან დაკავშირებით და ეს ყველაფერი არის იმგვარი საფუძვლები, რომელიც იძლევა სერიოზული დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას, რომ ეს არჩევნები არანაირ სტანდარტებს არ შეესაბამებოდა.“ - განაცხადა წერეთელმა.

წყარო:newposts.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა