მაკიაჟი ქალს უფრო თავდაჯერებულს ხდის - 6 მიზეზი რატომ არ უნდა თქვათ უარი
მართალია, ბოლო წლებში ბუნებრიობა თანდათან ტრენდული ხდება და არიან ქალები, რომლებიც დანარჩენებს აძლევენ მაგალითს იმისას, რომ მაკიაჟის გარეშეც შეიძლება იყონ მომხიბვლელები, თუმცა, ფსიქოლოგები ამბობენ, რომ მიუხედავად ამისა, ძალიან რთული და ზოგიერთის აზრით, თითქმის შეუძლებელია, რომ ქალებმა მაკიაჟზე უარი თქვან.
მაკიაჟს მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. ჯერ კიდევ უძველეს დროში ქალები სხვადასხვა მეთოდებს მიმართავდნენ იმისთვის, რომ უფრო ლამაზები ყოფილიყვნენ.
რა თქმა უნდა, შესანიშნავია, როცა უმაკიაჟოდ თავს მომხიბვლელად და თავდაჯერებულად გრძნობ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მაკიაჟს უნდა ვებრძოლოთ და ადამიანებს, რომლებიც მაკიაჟს იყენებენ თავი უხერხულად ვაგრძნობინოთ.
„დიახ, მე ვამჯობინებ უმაკიაჟობას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მე მისი წინააღმდეგი ვარ. შენ თუ მოგწონს მაკიაჟი, გაიკეთე. ვფიქრობ, რომ ადამიანმა ის უნდა გააკეთოს, რაც აბედნიერებს“, - ამბობს მომღერალი ალეშა ქისი.
მოგწონთ თუ არა მაკიაჟი, ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ის ქალს თავდაჯერებულობას მატებს, უფრო მოტივირებულს და ბედნიერს ხდის.
1. მაკიაჟი გეხმარებათ, რომ იყოთ უფრო თავდაჯერებულები
მაკიაჟს პლაცებოს ეფექტი აქვს. როცა მაკიაჟით ხართ ფსიქოლოგიურად გრძნობთ, რომ შეგიძლიათ ყველაფრის გაკონტროლება, სადავეების ხელში აღება, გრძნობთ, რომ მზად ხართ გახვიდეთ სახლიდან და ყველაფერს მიაღწიოთ.
კოსმეტიკური მეცნიერებების საერთაშორისო ჟურნალში გამოქვეყნებული კვლევა ადასტურებს მაკიაჟის განსაკუთრებულ, მაგიურ ძალას. კვლევაში ჩართული ქალების უმეტესობა ამბობდა, რომ ისინი უფრო მეტ თავდაჯერებულობას გრძნობდნენ მაკიაჟით, უფრო უმარტივდებოდათ კომუნიკაცია ადამიანებთან და უფრო წარმატებული იყო მათი დღე, როცა მაკიაჟით გადიოდნენ სახლიდან, ვიდრე უმაკიაჟოდ ყოფნის დროს.
2. ქალების ძალა: ის გაკავშირებთ თქვენ სხვა ქალებთან
რა თქმა უნდა, ქალებთან უამრავი თემის შესახებ შეიძლება ისაუბროთ და მათ შორისაა მაკიაჟიც. თქვენ შეგიძლიათ გაცვალოთ რჩევები, თუნდაც სოციალურ ქსელში, რაიმე ჯგუფში გაუზიაროთ ერთმანეთს გამოცდილება, ამით დაუკავშირდეთ ერთმანეთს, შეიძინოთ ახალი და საინტერესო მეგობრები.
შესაძლოა, რაიმე პრობლემა გაქვთ კანზე, არ იცით კონსილერის, ან მაკიაჟის რომელიმე პროდუქტის გამოყენება, თქვენ მარტო არ ხართ, უამრავი ქალია, რომლებსაც შეუძლიათ დახმარება გაგიწიონ და ზედმიწევნით კარგად გასწავლონ.
3. მაკიაჟის გაკეთების შემდეგ ფსიქოლოგიურად ვგრძნობთ, რომ ყველაფრის ძალა შეგვწევს
როცა მაკიაჟს გაიკეთებთ, სარკეში ჩაიხედავთ, საკუთარი თავით მოიხიბლებით და შესაბამისად, პოზიტიურ განწყობაზე დადგებით, თქვენ ვერაფერი შეგაჩერებთ. უფრო მეტად ხდებით კონცენტრირებული და მიზანზე ორიენტირებული. პოზიტიური განწყობა უფრო აქტიურ ადამიანად გაქცევთ.
4. მაკიაჟის საშუალებით ქალი უფრო ძლიერი ხდება შფოთვისა და სტრესის მიმართ
მაკიაჟის გაკეთებას გარკვეული დრო სჭირდება, ეს არის დროის ის მონაკვეთი, რომელსაც ქალი საკუთარ თავს უთმობს. კვლევის თანახმად, იმის შეგრძნება, რომ ქალს შეუძლია გამონახოს დრო საკუთარი თავისთვის, მას უფრო ძლიერს ხდის.
უფრო ამტანები არიან სტრესული სიტუაციების მიმართ და მარტივად ამარცხებენ შფოთვას. მაკიაჟის წყალობით, ქალი მარტივად ახერხებს ნეგატიური აზრების თავიდან მოშორებას. ის უბრალოდ ბედნიერია და მოსწონს საკუთარი თავი. კონცენტრირებულია მხოლოდ პოზიტივზე.
5. ქალს, რომელსაც უყვარს მაკიაჟი, უკეთესად, უფრო მშვიდად სძინავს
ეს ფსიქოლოგიური კვლევის შედეგადაა დადგენილი. მკვლევარები ყოველივეს შემდეგნაირად ხსნიან, ქალი, რომელიც მაკიაჟს იკეთებს, თავდაჯერებულია, ნაკლებად აწუხებს შფოთვა და დეპრესია, შესაბამისად, ის ახერხებს, რომ ღამით უფრო მშვიდად ეძინოს.
6. მაკიაჟი გეხმარებათ, რომ გამოხატოთ თქვენი უნიკალურობა, თქვენი ხასიათის შტრიხები
მაკიაჟი მხოლოდ სახეზე კოსმეტიკური საშუალებების წასმას არ არის, ეს ხელოვნებაა, რომლითაც საკუთარი თავის, თქვენი შინაგანი სამყაროს გამოხატვა შეგიძლიათ.
წყარო:newposts.ge