თეგებით ძიება

როდის დასრულდება სასწავლო წელი სკოლებსა და ბაღებში?

2023-2024 სასწავლო წელი სკოლებში ოფიციალურად 15 ივნისს მთავრდება. თუმცა, მე-12 კლასი 20 მაისს, პირველი კლასი კი - 27 მაისს დაასრულებს სწავლას.

თუ აღნიშნული თარიღები უქმე დღეს დაემთხვევა, მაშინ სწავლა წინა სამუშაო დღეს დასრულდება. 2024 წელს 15 ივნისი შაბათ დღეს ემთხვევა, შესაბამისად, სასწავლო წელი 14 ივნისს დასრულდება.

აღსანიშნავია, რომ სასწავლო წლის დასრულებამდე ერთი ოფიციალურად უქმე დღე - 26 მაისი დარჩა. 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. თუმცა, ეს თარიღი კვირა დღეს ემთხვევა.

საბავშვო ბაღებში ოფიციალურად სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი 30 ივნისს მთავრდება. თუმცა, რაკი წელს 30 ივნისი კვირა დღეს ემთხვევა, პროცესი 28 ივნისს დასრულდება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა