იდეალური ქალის საიდუმლოება - რჩევები ქალბატონებს
რას ნიშნავს იდეალური ქალი, რომელიც ყველაფერს ითმენს საკუთარი თავის საზიანოდ? არა ჩემო ძვირფასებო, ესეთი ქალი არასდროს არის ბედნიერი და ლაღი, იდეალური ქალის საიდუმლოებაში სულ სხვა გასაღებები იმალება.
ენერგეტიკული პრაქტიკების ტრენერი, ფსიქოლოგი და პერსონალური ქოუჩი ანუკი ვეფხვაძე ჩვენი საიტის მკითხველებს, სპეციალურად თქვენთვის, გთავაზობთ სამოტივაციო სტატიას - რას ნიშნავს და როგორ გავხდეთ იდეალური ქალი?
როდესაც ქალი საპირისპირო სქესის აღფრთოვანებას, მოწონებას, სიყვარულს გრძნობს, დამეთანხმებით, რომ ეს მას ძალიან ახარებს, რადგან ქალი ყვავილს გავს, რომელიც სამყაროს ამშვენებს, ხოლო როდესაც ქალი ბედნიერია, მას შეუძლია ბედნიერების ენერგია გაუზიაროს და გაავრცელოს ირგვლივ.
"იდეალური ქალის“ 1 წესია – გრძნობდეს! სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ნაკლებს ფიქრობდეს, ნაკლები იცოდეს, მაგრამ გრძნობდეს!
როდესაც ქალი მგრძობიარეა... ალბათ, რაიმე უფრო რთულს ელოდით?! მაგრამ ეს იმდენად მარტივია და თან რთული... "გენიალურობა ხომ სიმარტივეშია“. ეს მდგომარეობა ქალს თანდაყოლილი აქვს, რომელიც ბუნებისგან ერგო და თუ გარკვეული მიზეზებით საკუთარი თავისთვის "აკრძალული“ აქვს, შეუძლია იმუშაოს ამ მდგომარეობაზე.
რას ნიშნავს გრძნობდეს ქალი? როდესაც გრძნობს, სიამოვნებს და ცხოვრებით ტკბება ყოველ წამს და ყოველ წუთს. სიამოვნების ენერგიას ტრანსლირებს და შეუძლია ბედნიერების განცდა ეხლანდელ მომენტში "აქ და ეხლა“.
გრძნობს პარტნიორი როგორ ხასიათზეა, გრძნობს მის შეხებას, მის გემოს, სუნს, ხმას... გამოხატავს სიამოვნებას, გრძნობს, თუ როგორ უნდა მოიქცეს, მაგრამ ხშირად,როგორ ხდება? ქალი ცხოვრობს გონებაში, ბევრს ფიქრობს, ფიქრებში იკარგება და ამ დროს კარგავს კონტაქტს საკუთარ სხეულთან და ენერგიასთან.
იდეალურობა არ ნიშნავს, გონებით მართო ურთიერთობები, რადგან ხშირად აუცილებელია ქალმა მისცეს თავს უფლება იგრძნოს და დატკბეს ურთიერთობით. რადგან სხეული ბევრად უფრო ბრძენია და მეტ ინფორმაციას ინახავს, ვიდრე გონება, გონების მეხსიერებაში კი ინახება "დედის, მამის, დის, ნაცნობების, უცნობების თუ ნანახი ფილმებიდან ისტორიები და გამოცდილებები ურთიერთობებზე“.
სხეულის შეგრძნებით სწორი გადაწყვეტილებაც კი შეგიძლიათ მიიღოთ და ამას ქალურ ინტუიციას ეძახიან.
ყველაზე ბედნიერები – მგრძნობიარე ქალები არიან, რადგან მათ იდეალურობის გასაღები იციან, ამ გასაღებით კი იდეალური ცოლები ხდებიან.
წესი 2 – სურვილი, რომელსაც შეიგრძნობ, რადგან, როდესაც ქალს სურს, მაგნიტივით იზიდავს სასურველ მიზნებს... როდესაც ვიზუალიზაციას აკეთებთ რაიმე სურვილზე, ყველაზე ეფექტური სტრატეგია ამ შემთხვევაში არის დადებითი ემოციებით სასურველი მოვლენის შეგრძნება. თქვენ ასევე შეგიძლიათ ამ გასაღებით ურთიერთობის ფორმულირება, თუ როგორ გინდათ გექცეოდეთ პარტნიორი, გაჩუქოთ საჩუქრები, გითხრათ სასიამოვნო სიტყვები, ეს ყოველივე ერთიანად ვიზუალიზაციით და დადებითი შეგრძნებებით შეიგრძენით, რაც გსურთ იგრძენით სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ზუსტად ამ დროს ირთვება ქალური მაგია, როდესაც ზუსტად სასურველს იღებს ქალი.
წესი 3 – ესაუბრეთ საკუთარ თავს, სასიამოვნო სიტყვები უთხარით. ამ დროს, როდესაც სასიამოვნოდ ესაუბრებით საკუთარ თავს, სხეულში იგრძნობთ, სინაზის, სითბოს, სიყვარულის ენერგიის მატებას. დააკვირდით ამ შეგრძნებებს და გაამყარეთ თქვენს სხეულში სასიამოვნო შეგრძნებები, ზუსტად ამ ენერგიის ტრანსლირებას დაიწყებთ ირგვლივმყოფებთან, რასაც აუცილებლად დადებითი საპასუხო რეაქცია ექნება.